სერგი კაპანაძე - გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წელს დადებული პირობა რომ შესრულდეს, 1 წელში 733 კმ გზა უნდა დააგოთ.

სერგი კაპანაძე - გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წელს დადებული პირობა რომ შესრულდეს, 1 წელში 733 კმ გზა უნდა დააგოთ.

access_time2019-06-13 14:15:14

იმისთვის, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წელს დადებული პირობა შესრულდეს, 1 წელში 733 კილომეტრი გზა უნდა დააგოთ. მეტი არ იქნა ჩემი მტერი, ეგ გაკეთდეს, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართა, სადაც გიორგი კაკაურიძე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარადგენს.


როგორც კაპანაძემ განაცხადა, 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის 800 კმ გზა დაიგებოდა.



„პრობლემა იცით რა არის? თქვენ აქ ყოველთვის მოდიხართ, აკეთებთ წინა წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარმოდგენას და მერე მოდიხართ და მომდევნო წლის ბიუჯეტს წარმოადგენთ ხოლმე. ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი მთავარი კითხვა ყოველთვის ეხებოდა ინფრასტრუქტურის ხარჯებს. როდესაც 2016 წელს აქ მოვიდა მთავრობის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, გვითხრა, რომ ყბადაღებული 4-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე 800 კმ გზა უნდა დაგებულიყო და 3.5 მილიარდი აშშ დოლარი უნდა დახარჯულიყო. მაშინ ვეუბნებოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო და ახლა დადასტურდა, რომ მართლები ვიყავით. ახლა აღმოჩნდა, რომ თქვენ იმ პირობის შესასრულებლად 733 კმ გზის, მათ შორის 505 კმ ავტობანის დაგება მოგიწევთ 1 წელიწადში, რაც არის აბსურდი. მეტი არ იქნა ჩემი მტერი, ეგ გაკეთდეს. მათ შორის თქვენც მოდიოდით ხოლმე ბატონო გიორგი, აქ და გვიმტკიცებდით, რომ ეს იყო შესაძლებელი. ამიტომ ახლა ნუ გიკვირთ, როდესაც ამ დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით ვსამთ კითხვებს,“ - მიმართა კაპანაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს.






საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო შეუერთდეს თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up