სერგი კაპანაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში უნდა შესვლა და საბაბს ეძებს

სერგი კაპანაძე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში უნდა შესვლა და საბაბს ეძებს

access_time2020-12-09 14:45:53

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში უნდა შესვლა და ახლა ეძებს საბაბს. ცდილობს, რომ ოპოზიციასთან კონფლიქტში შევიდეს რაღაც მოგონილი საბაბით. როგორც ჩანს, ახსნა ეს არის, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ჩვენზე საბოტაჟის ბრალდება, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ამიტომ უნდათ, რომ ყველაფერი არიონ - საბოტაჟით არიან დაკავებულები“.

სერგი კაპანაძე ელისაშვილის ამ განცხადებას გაუგებარს და უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს.

„უსაფუძვლო ბრალდებებია, რომ ვითომ ჩვენ რაღაც ფულის აღება დავაბრალეთ, მსგავსი რამ უბრალოდ არასდროს ყოფილა და ის, რომ რაღაც საბოტაჟს ვეწევით. ძალიან სამწუხაროა, როგორც ჩანს, ბატონი ელისაშვილი საბაბს ეძებს, რომ შევიდეს და ახლა, გამოიყენა კოლეგა ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა ამ საბაბადაც. კიდევ ერთხელ ეს მასზე უფრო მეტყველებს ვიდრე სხვა რამეზე. თუ მას უნდა, რომ შევიდეს პარლამენტში, უნდა თქვას, რომ აპირებს შესვლას. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ იმიტომ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და იმიტომ, რომ ახლა წაართვეს ქართველ ხალხს ნება თავისუფალ არჩევნებზე. არ ჩაატარეს თავისუფალი არჩევნები და ამის გამო გვინდა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს. თუ მას მიაჩნია, რომ კოდექსში რაღაცის გაუმჯობესების შედეგად ის უნდა შევიდეს პარლამენტში, ამ არჩევნებს თავი დაანებოს და თქვას, რომ კი ბატონო, ეს არჩევნები სამართლიანი იყო და ივანიშვილს „გაუპრავოს“ ეს პარლამენტი და ლეგიტიმაცია მისცეს, ეს უნდა გადაწყვიტოს და თქვას. გაუგებარია, რატომ შემოაქვს ასეთი განხეთქილება ოპოზიციის შიგნით, მაშინ, როდესაც ყველა ოპოზიციური პარტია ჩამოყალიბებული ვართ. ეს კიდევ ერთხელ ეჭვებს აჩენს მის რაღაც ქვეზრახვებზე. აქ, სხვა არანაირი დასკვნის გაკეთება არ შემიძლია. საუბარი იმაზე, რომ „ევროპული საქართველო“ არის რაღაც საბოტაჟის რეჟიმში, უბრალოდ არასერიოზულია“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში, რომლებსაც მოლაპარაკებებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ.


„ჩვენი ამოცანა არის - მთავარი მოთხოვნები, რაც ყველა ოპიზიციურ პარტიას ჰქონდა, ბოლომდე იყოს გატანილი. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები და საარჩევნო რეფორმა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას პარლამენტში უნდა შესვლა და ახლა ეძებს საბაბს, ცდილობს, რომ ოპოზიციასთან კონფლიქტში შევიდეს რაღაც მოგონილი საბაბით. როგორც ჩანს, ახსნა ეს არის, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია ჩვენზე საბოტაჟის ბრალდება მაშინ, როდესაც ჩვენ და სხვა ყველა ოპოზიციური პარტია ვიცავთ ერთად წაყენებულ მოთხოვნებს. მას თუ უნდა პარლამენტში შესვლა, ეს უნდა თქვას და ამით მიიღოს შესაბამისი შედეგები. ასე არ გამოვა, რომ ჩვენ კიდევ აქეთ გვესროლოს ტალახი და ისაუბროს რაღაცა იმაზე, რომ წარუმატებელი შედეგი გვქონდა. ხო, არ გვქონდა წარმატებული შედეგი იმ მოლოდინთან მიმართებაში, რაც გვინდოდა. ოღონდ, ელისაშვილზე ოთხჯერ მეტი ხმა ავიღეთ მაინც. ის დამოკიდებულება, რომ თურმე ვიღაცებით ვერ გადიან პარლამენტში და ამიტომ საბოტაჟს ახდენენ ამ მოლაპარაკებების, უბრალოდ მის მორალურ კატეგორიაზე უფრო მეტყველებს. როგორც ჩანს, მას აქვს ეს პრობლემა და მიაჩნია, რომ თვითონ თუ არ იქნება, სხვაც არ უნდა იყოს, თორემ წინააღმდეგ შემთხევაში სრულიად გაუგებარი ამბავია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.


IPN.GE 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up