დაახლოებით 8000-ზე მეტი კარუსელი დატრიალდა. რიცხვებში ჩანს პირდაპირ, მაგრამ არაფერს იხილავენ. ყველაფერზე უარს ამბობენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ მთაწმინდის ოლქთან, ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს.
კაპანაძის თქმით, ჟვანიამაც და საოლქო კომისიებმაც ეს გამარჯვება ივანიშვილს გაუფორმეს მაშინ, როცა მოსახლეობის უმრავლესობა მისი წინააღმდეგია.
„ყველაფერზე უარს ამბობენ, რადგან დავალება აქვთ ასეთი ჟვანიასაც და საოლქოებსაც, რომ ეს გამარჯვება ივანიშვილს გაუფორმონ მაშინ, როცა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მისი წინააღმდეგია. რასაც მოიტანენ შედეგად, ძალიან მალე ვნახავთ, კვირასაც და მომდევნო დღეებშიც“, - განაცხადა კაპანაძემ.
IPN.GE