სერგი გვარჯალაძე: ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, თუ რა ტიპის დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი ღამის ეკონომიკისთვის

სერგი გვარჯალაძე: ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, თუ რა ტიპის დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი ღამის ეკონომიკისთვის

access_time2020-06-04 20:00:26

ბარებისა და კლუბების წარმომამდგენლები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სახელმწიფოსგან ყურადღებას და სივრცეების გახსნის თარიღის დადგენას ითხოვენ. ამის პარალელურად, ხელისუფლება ღამის კლუბებისთვის სექტორულ შეღავათებს ამ დრომდე არ განიხილავს. 


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ბიზნესის დასახმარებლად. 


-თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი 2018 წლის აპრილში დაიწყო. პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განხორციელებული აქტივობებით თბილისის ტურისტული პოტენციალის და კულტურული მრავალფეროვნების გაზრდა. დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რა ძირითადი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება იმისათვის, რომ ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეეწყოს ხელი?


-ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მიზანია, შევინარჩუნოთ ღამის ეკონომიკის და მთლიანად აღნიშნული სექტორის ისეთი ერთეულები, როგორიცაა კ

ლუბები, საკონცერტო დარბაზები, ბარები, რესტორნები და ის სამუშაო ადგილები, რომლებიც პანდემიამდე არსებობდა. ასევე, ჩვენი მიზანია, მედიკოსების რეკომენდაციების და უსაფრთხოების ნორმების  გათვალისწინებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ სექტორის ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება.  


-თქვენი ინფორმაციით, რა მასშტაბის დარტყმა მიადგა პანდემიის შედეგად საკლუბო სექტორს და როდიდან იგეგმება მათი ფუნქციონირების აღდგენა? 



-საკლუბო სცენა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ვირუსის გავრცელების შემდეგ მუშაობა შეაჩერა, რის გამოც, ასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ უწევს იჯარის გადახდა. 20:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით, საშუალოდ, 7 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. აღნიშნული სექტორის ფუნქციონირების აღდგენა დამოკიდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებზე. 


-რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით, პანდემიის დროს დაზარალებული ღამის კლუბების პრობლემები სრულად შეისწავლეს და მათ დახმარებასაც გეგმავენ. კონკრეტულად რა სახის დახმარებაზე არის საუბარი?


-საუბარი არ არის დახმარების მხოლოდ ღამის კლუბებისთვის აღმოჩენის საკითხზე. ვმსჯელობთ, თუ როგორ დავეხმაროთ მთლიანად თბილისის კულტურულ ერთეულებს. ამ ეტაპზე, მერიის კულტურის საქალაქო სამსახური სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს, რომლებშიც მეც ვმონაწილეობ. რა ტიპის დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი, ჯერ განხილვის ეტაპზეა. 


-ბარებისა და კლუბების მეპატრონეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ დახურული ობიექტების გახსნის შესაძლებლობა დროულად არ მიეცემათ, საჭიროა სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ ღია სივრცეებში შეიქმნას „გადარჩენის პარკი“, სადაც უკვე არსებული დახურული ბარები თავიანთ ღია ვარიანტს წარმოადგენენ. რამდენად განხორციელებად ინიციატივად მიგაჩნიათ ეს და თქვენი აზრით რამდენად დაეხმარება ეს სექტორს?


-ვფიქრობ, მსგავსი ალტერნატივის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი რეგულაციები იქნება შეთავაზებული და რამდენად უსაფრთხო იქნება ასეთი სივრცეები. ნებისმიერი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც აღნიშნულ სექტორს მუშაობის განახლების საშუალებას მისცემს, წარმატებული იქნება. 


-რამდენიმე თვის წინ, თქვენ განაცხადეთ, რომ გამოწვევად შემდეგი საკითხები რჩებოდა: „ქალაქში არ არის 24 საათიან რეჟიმში მოქმედი ბიზნესებისა და დაწესებულებების საკმარისი რაოდენობა. არის რიგი ბიზნესმიმართულება, რომელიც აუთვისებელია, მაგალითად,მოძრავი კვების ობიექტები, “სთრითფუდი”. გამოწვევა არის ის, რომ გვაკლია დიდი საერთაშორისო მასშტაბის, უნიკალური და ორიგინალური ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ თბილისის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნიან. ასევე, გამოწვევად რჩება მომსახურების ხარისხი სხვადასხვა დაწესებულებაში“. რა შეცვალა პანდემიამ, რა არის დღეს ღამის ეკონომიკის მთავარი გამოწვევა?


-პანდემიამ არა მხოლოდ ღამის ეკონომიკა, არამედ ყველა მიმართულებით, მსოფლიოს წეს-ჩვეულება შეცვალა. დღეს ყველას გვიწევს, ახალ წესებსა და რეგულაციებს მოვერგოთ, თუმცა, აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმ იმედისმომცემ სტატისტიკას, რომელმაც თბილისი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აქცია. ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით, ქალაქის, როგორც კულტურული ჰაბის პოზიციონირებაზე მუშაობას განვაგრძობთ. დღეს მთავარია, ეტაპობრივად დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს და უკვე ახალი გამოწვევების მიხედვით, სწრაფი და ეფექტური პროექტები შევიმუშაოთ.  


ინტერვიუს ჩაწერა წერილობით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოხდა.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up