სერგი გვარჯალაძე: ჩინეთიდან აბსურდული რიცხვი გვაქვს, 1000 ვიზიტორი წელიწადში

სერგი გვარჯალაძე: ჩინეთიდან აბსურდული რიცხვი გვაქვს, 1000 ვიზიტორი წელიწადში

access_time2019-04-11 14:54:35

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ვიზიტორების კუთხით, ჩინეთიდან აბსურდული რიცხვები გვაქვს, რადგან 2018 წელს მათი რაოდენობა მხოლოდ 1000 იყო.


მისივე განმარტებით, ჩინელი ტურისტების მოსაზიდად მეტი ჩინურენოვანი გიდი და სპეციალური ღონისძიებების რაოდენობის გაზრდაა საჭირო.


ჩინეთიდან აბსურდული რიცხვი გვაქვს, 1000 ვიზიტორი წელიწადში. 135 კაცი ჰყავდა სულ ჩამოყვანილი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ორგანიზაცია „ჯინჯინგს“. ფაქტია, რომ ჩინეთის მიმართულებით განვითარება გვჭირდება. 4-5 ათასი დოლარი ღირს პაკეტი, თბილისში ჩამოსასვლელად, - თქვა მან.



გვარჯალაძე ამბობს, რომ საქართველოდან დელეგაციის ჩინეთში სტუმრობის დროს გამოიკვეთა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია ტურიზმის სექტორის გასავითარებლად.


„როდესაც დელეგაციით ვიყავით ჩასული, ვკითხეთ, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა გაუმჯობესებისთვის. მივხვდით, რომ მათ სჭირდებათ მეტი ჩინურენოვანი გიდი, სჭირდებათ კომუნიკაცია ანუ Wifi ავტობუსებშიც, ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა, საჭიროა ასევე სპეციალური ღონისძიებების რაოდენობის გაზრდა, მაგალითად ფესტივალები, სიმპოზიუმები. ამ მიმართულებით გვინდა, რომ განვავითაროთ გარკვეული იდეები და მერიასაც შევთავაზოთ კონკრეტული ტერიტორიები ქალაქში, რომლის ზონირებაც უკვე მოხდა, - აღნიშნა მან.


BMG





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up