სერგეი შამბა - მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგსა და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი

სერგეი შამბა - მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგსა და საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი

access_time2018-08-16 11:53:53

მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერ-მინისტრმა, „დეპუტატმა“ სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი. მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

 

სერგეი შამბამ ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ აღიარება ყველა საკითხის გადაჭრაა“.

 


„დიდი რუსეთი პატარა აფხაზეთისთვის მთელი სამყაროა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად გადავჭრათ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები, ვინაიდან რუსეთი გვთავაზობს არა მხოლოდ თავის ბაზრებს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც. ამ თვალსაზრისით რუსეთი ჩვენთვის მთელი სამყაროა“, - აღნიშნა სერგეი შამბამ.

 

კითხვას, თუ რატომ შესძლო აჭარამ მაღალი დონის ევროპული კურორტის შექმნა, ხოლო აფხაზეთმა ვერა, სერგეი შამბამ უპასუხა:

 

„იქ ბევრი ინვესტიცია იყო. საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება: ევროპა, აშშ. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. ჩვენ კი ორიენტირება მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე გვაქვს“.





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up