სერგეი შამბა: აფხაზური სახელმწიფო დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის

სერგეი შამბა: აფხაზური სახელმწიფო დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის

access_time2018-07-19 15:45:42

” ეთნორადიკალიზმი თავად აფხაზებისთვის იქნება დამღუპველი. ეთნიკური რადიკალიზმი აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს აფხაზებსა და სხვა ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის, პირველ რიგში, სომხებთან, რუსებთან და მეგრელებთან, რაც აფხაზურ სახელმწიფოს დაღუპავს. ამით აუცილებლად ისარგებლებენ ჩვენი მტრები”, –  განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა “პრემიერ-მინისტრმა” და ახლანდელი ოპოზიციის ლიდერმა   სერგეი შამბამ მთავარი ოპოზიციური პარტიის – “ამცახარას” ხამაურიანი  ყრილობის შემდეგ აფხაზური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

 

შამბას თქმით, “აფხაზური სახელმწიფო” დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აფხაზეთში ახალგაზრდების ეთნორადიკალებად და კრიმინალებად ჩამოყალიბებაა. თუ ეს ტენდენცია არ შეჩერდა, აფხაზეთი ორი საფრთხის წინაშეაღმოჩნდება:   ერთი საფრთხეა ის, რომ აფხაზური ეთნოსი, ენა გაქრეს, სხვა დიდმა ეთნიკურმა ჯგუფებმა შთანთქას, მაგალითად, რუსებმა და სომხებმა,  მეორე კი ის, რომ ახალგაზრდებში მზარდი რადიკალური ნაციონალიზმი  ბოლოსდაბოლოს  ახალ ეთნოკონფლიქტს გამოიევევს, ამჯერად აფხაზებსა და რუსებს, სომხებს, მეგრელებს შორის.

 

აფხაზ ახალგაზრდებში ეთნორადიკალიზმის აღორძინება  ქვეყნის  “მტერი ქართველების” ამაზრზენი თვისების კოპირებაა.  ამ ყველაფერს კი ეთნიკური საფუძველი აქვს, რადგან აფხაზური ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ებრძოდა საქართველოს ეთნორადიკალიზმს და არა მარტო იმიტომ, რომ ქართული ეთნორადიკალიზმი აფხაზებს ავიწროებდა, არამედ იმიტომ, რომ აფხაზური ინტელიგენციისთვის ამაზრზენი იყო ეთნორადიკალიზმი, როგორც პრინციპი. “ახლა კი, როდესაც ეს ახალგაზრდებმა დაიწყეს, ამით ჩვენი მტრის გზას ვიმეორებთ და საკუთარ იდეალებს ვღალატობთ. ჩვენ დავამარცხეთ მტერი (ქართველები), მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ მათი ყველაზე ამაზრზენი თვისებები?” – განაცხადა  შამბამ.


 

“ამცახარას” ყრილობა 29 ივნისს გაიმართა და საგანგებო რეზოლუციაც მიიღეს. ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას 10 დღეს აძლევს, შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ  სახალხო გამოსვლას აანონსებს. ეს მოთხოვნაა საკადრო საკითხის გადასინჯვა, კრიმინალის ალაგმვა , კონსტიტუციური რეფორმების გატარება: პროტესტის მთავარი საბაბი ისაა, რომ “ხელისუფლებამ”, დაპირების მიუხედავად, არც ერთი ოპოზიციონერი არ დანიშნა თანამდებობაზე. თანაც ბოლო დროს მკვლელობა-ყაჩაღობა-გაუპატიურება და ამის გამო ლინჩის წესით გასამართლება თუ შურისძიება ძალიან მოხშირდა, “ხელისუფლება” კი ვერ უმკლავდება კრიმინალს და, ასევე, პროტესტის საგანია ის, რომ გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც “უცხოელი მოქალაქეები” არიან, აფხაზურ ე.წ. პასპორტებს ურიგებენ”.


odishinews.ge






ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი

ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი
person access_time2018-10-23 23:49:03
„ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ეხლა წავა. ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

person access_time2018-10-23 23:45:07
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. "სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა...

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას
person access_time2018-10-23 23:25:51
მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას და ყველას თავისი ადგილი ექნება. და რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ...

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება
person access_time2018-10-23 23:15:11
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთერთი მიზეზი კვირიკაშვილის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. ივანიშვილის თქმით, საბოლოოდ კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა...

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი
person access_time2018-10-23 22:59:48
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“. ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს. მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს. ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე...


მსგავსი სიახლეები

up