სერგეი ლავროვი - ქართველი ხალხი ბრძენია, მათ უყვართ სიცოცხლე, მჯერა, აღვადგენთ ურთიერთობებს ხელისუფლებებსა და ხალხს შორის

სერგეი ლავროვი - ქართველი ხალხი ბრძენია, მათ უყვართ სიცოცხლე, მჯერა, აღვადგენთ ურთიერთობებს ხელისუფლებებსა და ხალხს შორის

access_time2020-09-18 12:11:44

ახლა საქართველოს გამოყენებას ზუსტად ისე ცდილობენ, როგორც უკრაინას იყენებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა.

 

ლავროვის თქმით, რუსეთს არანაირი საბაბი არ აქვს, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს, რადგან მათ ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი დაუგეგმავთ.

 


„უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდ, როლს თამაშობს და ცოტა ხნის წინ სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ტრანში, რომელიც უკრაინას გამოეყოფა მოკლევადიანი იყოს, ეს არის მიკროკრედიტები, რაც მოკლე საბელზე ყოფნას ნიშნავს, რომლის დაჭიმვაც ყოველთვის შეიძლება. ასევე ცდილობენ საქართველოს გამოყენებასაც. ჩვენ არ გვაქვს არანაირი საბაბი იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს, ჩვენ არასდროს არაფერი დაგვიგეგმავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, ყველას ახსოვს როგორ იმყოფებოდნენ იქ ამერიკელი ინსტრუქტორები, წვრთნიდნენ ქართულ არმიას, ყველამ იცის, რომ ამერიკელებმა ძალიან კარგად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის შეუკავებლობის შესახებ, რომელმაც გათელა ყველა შეთანხმება და გასცა დანაშაულებრივი ბრძანება. იმის შემდეგ, რაც 5 დღიანი სამხედრო ოპერაცია დასრულდა მშვიდობის დასამყარებლად, ევროსაბჭომ სპეციალური ანგარიში შეუკვეთა, შექმნეს ექსპერტების ჯგუფში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვეიცარიელი დიპლომატი, რომელსაც მაშინ სთხოვეს, რომ ეხელმძღვანეელა ჯგუფისთვის, რომელიც გამოიკვლევდა 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებულ კონფლიქტს. მათ გამოიტანეს დასკვნა, რომ ეს ყველაფერი მოხდა მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ყველა სხვა საუბრები, რომლის გამოყენებასაც ის ცდილობდა, თითქოსდა, ვიღაც მის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა გვირაბის იქითა მხრიდან, ეს ყველაფერი უკვე მონაგონია. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, მათ უყვართ სიცოცხლე, შიძლება ისედაც კი, როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ერებს. ყოველ შემთხვევაში, მე ვიცი გარკვეული დამთხვევებისა და საერთო მისწრაფებების შესახებ. მჯერა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ისინი გადალახავენ ამ არსებულ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს ხელისუფლებებსა და ხალხს შორის“, - განაცხდა სერგეი ლავროვმა.

 

წყარო: interpressnews





„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!

სამსუნგის ფესტივალი მეგატექნიკაში!
access_time2020-10-27 11:30:31
მეგატექნიკაში სამსუნგის ფესტივალი დაიწყო! მეგატექნიკას ყველა ფილიალსა და ონლაინ მაღაზიაში, სამსუნგის ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას თქვენ  დასაჩუქრდებით ისეთი გრანდიოზული საჩუქრებით როგორიცაა ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, საუნდბარი და სასაჩუქრე ვაუჩერები. მაგალითად თუ თქვენ უახლესი სმარტფონის შეძენა გსურთ, აუცილებლად უნდა გვეწვიოთ ფილიალებში და მიიღოთ საუკეთესო შეთავაზებები სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონებზე. ფესტივალის ფარგლებში Trade In აქციით სარგებლობაც არის...

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა

ნათია თურნავა - შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა
access_time2020-10-27 13:00:22
პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები სწორ დროს დავაწესეთ და სწორედ ამიტომ ვითარდება ჩვენი ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ იცოდა სწორი რეაგირება პანდემიაზე; არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე;...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ აფხაზეთის თემატიკაზე მხატვრული ფილმისთვის 150 000 ლარი გამოყო
access_time2020-10-27 12:55:55
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკუთარი ბიუჯეტიდან მხატვრული ფილმის „სად მიდის ლიზა?“ გადაღებას 150 ათასი ლარით დააფინანსებს. ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი ნანა ჯანელიძე, ხოლო სცენარის ავტორები ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი და ნანა ჯანელიძე არიან. აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ნანა ჯანელიძეს, რომელიც ბევრი საერთაშორისო კონკკურსის ჯილდოს მფლობელია, ქართველი მაყურებელი მას ფილმებიდან „მონანიება“ და „იავნანა“ იცნობს. ფილმი რეალურ ფაქტებზე არის აგებული და ეფუძნება ომში მონაწილე ქართველების და...


მსგავსი სიახლეები

up