სერგეი ლავროვი - ნატო-ს გაფართოების რამდენიმე ტალღამ, სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებამ გამოიწვია დაძაბულობა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ არ გვახსოვს

სერგეი ლავროვი - ნატო-ს გაფართოების რამდენიმე ტალღამ, სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებამ გამოიწვია დაძაბულობა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ არ გვახსოვს

access_time2019-12-05 23:05:11

ნატო-ს გაფართოების რამდენიმე ტალღამ, სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებამ გამოიწვია დაძაბულობა, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ არ გვახსოვს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თანაბარი უსაფრთხოებისკენ სწრაფვის ნაცვლად, ჩვენ თვალს ვადევნებთ უკუსვლას. ინგრევა სტრატეგიული სტაბილურობის არქიტექტურა. გრძელდება უსაფრთხოების სივრცის ფრაგმენტაცია. საერთაშორისო სამართლის სისტემა ცდილობენ, შეცვალონ „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“ – დასავლური სახელმწიფოების ვიწრო ჯგუფის საგარეო პოლიტიკური დადგენილებების ერთობლიობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების რამდენიმე ტალღა, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოება, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო პოტენციალის სწრაფი ზრდა, თავდაცვითი ხარჯების რეკორდული მატება, რასაც „მტრის“ ხატის კულტივირება ახლავს თან – ყველაფერმა ამან გამოიწვია დაძაბულობა, რომელიც ჩვენ „ცივი ომის“ შემდეგ არ გვახსოვს“,-განაცხადა სერგეი ლავროვმა.



1არხი

თეგები:
ლავროვი



24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up