სერგეი ლავროვი - ალექსეი ნავალნიზე დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ

სერგეი ლავროვი - ალექსეი ნავალნიზე დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ

access_time2021-01-18 14:20:00

ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.



„ჩვენ ვნახეთ, როგორ აიტაცეს გუშინდელი სიახლე რუსეთის ფედერაციაში ნავალნის დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ იგრძნობა, ერთმანეთის მსგავს კომენტარებს რა სიხარულით აკეთებენ. სიხარულით, რადგან, როგორც ჩანს, ეს დასავლელ პოლიტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს იფიქრონ, რომ ისინი ამგვარად იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას შეძლებენ, რომელშიც ლიბერალური განვითარების მოდელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ლავროვმა.



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს არც ერთხელ არ მიუღია დასავლეთისგან მტკიცებულებები, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიმართ მათ უსაფუძვლო ბრალდებებს დაადასტურებდა.




შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში გუშინ დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს.




1tv.ge








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?
access_time2021-03-04 19:00:00
22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.   კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?   2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო,...

რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?
access_time2021-03-04 20:00:14
„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.   არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?   ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი...

აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...


მსგავსი სიახლეები

up