სერგეი ლავროვი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთისგან უახლოესი მეზობლების მოწყვეტისკენ არის მიმართული

სერგეი ლავროვი - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთისგან უახლოესი მეზობლების მოწყვეტისკენ არის მიმართული

access_time2019-12-18 22:30:34

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რუსეთისგან უახლოესი მეზობლების მოწყვეტისკენ არის მიმართული, – ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავის სტატიაში, რომელიც „როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნდა. სერგეი ლავროვის წერილი უკავშირდება საბჭოთა კავშირსა და ევროპულ თანამეგობრობებს შორის ვაჭრობის, კომერციული და ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერის 30 წლისთავს.


სტატიაში სერგეი ლავროვი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის დაწყებას რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში საგანგაშო ნიშანს უწოდებს.


„ბრიუსელში ჩვენი პარტნიორები სირცხვილით მალავენ, რომ რუსეთი-ევროკავშირის ოთხი საერთო სივრცის ინიცირებული კონცეფცია ეყრდნობოდა საშიშროების ურთიერთგაგებას და იმის მცდელობის კონტრპროდუქტიულობას, რომ ჩვენი საერთო მეზობლები დავაყენოთ არჩევანის წინაშე „ევროკავშირი თუ რუსეთი“. ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში საგანგაშო ნიშანი გახდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის დაწყება, რომელიც არსებითად მიმართულია, რაც მოგვიანებით დადასტურდა, რუსეთისგან ჩვენი უახლოესი მეზობლების მოწყეტისკენ, რომლებთანაც ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კავშირები გვაქვს. ამ ეგოისტური პოლიტიკის სამწუხარო შედეგები დღესაც იგრძნობა“, – წერს სერგეი ლავროვი.


მისი თქმით, „ბრიუსელის ლექსიკონში ტერმინი „ევროპა“ საბოლოოდ იქცა „ევროკავშირის“ სინონიმად“.



„ამას გვაწვდიან ისე, თითქოს „ნამდვილი“ ევროპა – ევროკავშირის წევრები არიან, კონტინენტის ყველა დანარჩენმა ქვეყანამ კი ჯერ უნდა დაიმსახუროს „ევროპელის მაღალი წოდება“, – აღნიშნავს რუსი დიპლომატი.


სტატიის დასასრულს, სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ახალი ხელმძღვანელობის არჩევა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების განახლების საშუალებას იძლევა.


„ევროკავშირში მორიგი ინსტიტუციური ციკლის დაწყება ობიექტურად ხსნის ჩვენს ურთიერთობებში „ახალი სტარტის“ შესაძლებლობას. სულ მცირე, ეს არის საბაბი, ვიფიქროთ იმაზე, ვინ ვართ ერთმანეთისთვის სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“, – წერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში.


1tv.ge





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up