სერგეენკო ექიმების დასჯის მოთხოვნებს ეხმაურება – „ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში ეს არ შედის“

სერგეენკო ექიმების დასჯის მოთხოვნებს ეხმაურება – „ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში ეს არ შედის“

person access_time2016-01-08 19:16:27

არსებობს მოსაზრება, რომ მხოლოდ ლიცენზიის რამდენიმეთვიანი შეჩერება არ არის ადეკვატური რეაგირება მსგავს გადაცდომებზე.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედებების სპექტრში სადამსჯელო ღონისძიებები არ შედის. ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „კომერსანტის“ შეკითხვას, საკმარისია თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს რეაგირება ექიმების მიმართ პაციენტების გარდაცვალების ფაქტებზე.

 

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი მოქმედების ძალიან ფართო სპექტრი, მაგრამ ამ სპექტრში არ შედის სადამსჯელო ღონისძიებები. შემთხვევა როდესაც დასტურდება, თუ დადასტურდება სამედიცინო პერსონალის უყურადღებობა ან დანაშაულებრივი ქმედება, ამისთვის არის შესაბამისი სტრუქტურები. ჯანდაცვის სამინისტროს ფორმატში ეს არ შედის,“ – განაცხადა სერგეენკომ.


მან კომენტარი გააკეთა იაშვილის კლინიკის ექიმებისადმი ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებზე. 

 

მინისტრის თქმით, იაშვილის კლინიკა ერთ-ერთი სათავო დაწესებულებაა ბავშვთა სტაციონარულ კლინიკებში. 

 

„მასში ალბათ ყველაზე დიდი ნაკადია პაციენტების. სამწუხაროდ, იქ ხდებოდა შემთხვევები, როდესაც თავს დაესხნენ მკურნალ ექიმს, რომელიც რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. ასევე ახლახან იყო საჩივარი პაციენტის მკურნალობაზე. ყველა ასეთ შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო დეტალურად სწავლობს და გამოაქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნა. თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს სურვილი აქვთ, რომ სხვა რესურები ჩართონ და საერთაშორისო ექსპერტები, უნდა გაგვიზიარონ ალბათ თავისი მოსაზრება,“– აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.



კლინიკებში პაციენტების გარდაცვალების ფაქტები და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი – ეს ის თემებია, რომლებიც ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და, ზოგადად,  საზოგადოებაში მწვავე დისკუსიის მიზეზი გახდა.


პოზიციები მკვეთრადაა გაყოფილი – ნაწილი (რომელსაც, ძირითადად, თავად ექიმები წარმოადგენენ) ამბობს, რომ კლინიკებში პაციენტის დაღუპვისგან არავინაა დაზღვეული და ეს ნებისმიერი, მათ შორის ყველაზე განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემას ახლავს თან. ნაწილი კი ექიმების მკაცრ დასჯას ითხოვს. 


ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელის გია ლობჟანიძის განცხადებით, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი ექიმის შეცდომის გამო ასობით ათასი ადამიანი იღუპება. მაგალითად, აშშ-ში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 300 ათასს აღწევს, ევროკავშირის ქვეყნებში კი 150 ათასს.


განსხვავებული მოსაზრება აქვს პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელ ნანა სანაიას, რომელიც აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მსგავს შემთხვევებზე რეაგირებს, თუმცა, არასათანადოდ. 


მისი განცხადებით, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო პაციენტის უფლებებს ნაკლებად იცავს და უფრო ორიენტირებულია იმაზე, რომ ექიმებს ერთმანეთი „გააქვთ". კარგი იქნება, თუ საბჭო ერთ რეალურ დასკვნას მაინც დადებს.


ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ტრაგიკული შემთხვევის, მათ შორის ბავშვების დაღუპვის შემდეგ, საზოგადოებაში ხშირად ისმის შეკითხვები ექიმების შესაძლო გადაცდომებთან დაკავშირებით.  

 

არსებობს მოსაზრება, რომ მხოლოდ ლიცენზიის რამდენიმეთვიანი შეჩერება არ არის ადეკვატური რეაგირება მსგავს გადაცდომებზე.


ვიდრე სახელმწიფო ამ შეკითხვებზე ამომწურავ პასუხს ვერ იძლევა, საზოგადოებაში ეჭვებსა და პროტესტს კიდევ უფრო ამძაფრებს და ექიმების „ლინჩის" წესით გასამართლების მოწოდებებს აჩენს.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up