სერგეენკო: ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში

სერგეენკო: ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში

access_time2019-01-12 20:11:05

„ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განაცხადა, სადაც ის ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” ახალი მარაგის სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს დაესწრო.

“ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრმა სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეჯამებული მონაცემები ორშაბათს დილით ექნება.ამჟამად კი სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში

“ჩვენ ორშაბათს დილით გვექნება შეჯამეული მონაცემები.დღეს გვან ღამით გვექნება წინასწარი მონაცემები.რაც კლინიკებიდან მოგვდის შემაჯამებელი მონაცემები ინფორმაცია,კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს.პიკური იყო 277, მერე 256 და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ნაკლები იქნება.დღეს არ ყოფილა ფატალური შემთხვევა, არ გვქონია დადასტურებული გრიპით. ამბულატორიებში მიმართვიანობა სტაბილურად მაღალია.ნაკადი საგნძნობლად კლებულობს, ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში”, – აღნიშნა მინისტრმა.


ცნობისთვის,ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” მარაგი უკვე საქართველოშია.ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელებისთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.

ipress



თეგები:
სერგეენკო



ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“
access_time2019-06-17 12:00:20
ერთ თვეში ზუსტად ერთი წელი გავა, რაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ივანე მაჭავარიანმა დაიკავა. ის გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემაში იმყოფებოდა და Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის კითხვებს გასცა პასუხი. 18-წუთიანი ინტერვიუ ოთხ ძირითად საკითხს - “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმებას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს, ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვის...


მსგავსი სიახლეები

up