სერბეთის პრეზიდენტი - საწყენია, რომ რუსეთში მეგობრულ ურთიერთობებს არ აფასებენ

სერბეთის პრეზიდენტი - საწყენია, რომ რუსეთში მეგობრულ ურთიერთობებს არ აფასებენ

access_time2020-09-06 16:03:45

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. მან მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთში სერბეთის მეგობრულ ურთერთობებს არ აფასებენ.

„საწყენია, რადგან ამ მოლაპარაკებების დროსაც კი, მე ვიცავდი სერბეთის ურთიერთობებს რუსეთთან და უარი ვთქვი გათხევადებული გაზის შეძენაზე. არ აფასებს ხალხი იმას, რომ სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოსკოვს სანქციები არ დაუწესა, არ აფასებენ, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალური ქვეყანაა და არ აპირებს ნატო-ში შესვლას, არ აფასებენ, რომ იარაღს და გაზს რუსეთისგან ყიდულობს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას მან განაცხადა, რომ მისთვის პატივი იყო ოვალურ კაბინეტში მიწვევა.

მსვამენ სკამზე. ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი, რა დროსაც მე ვიცავდი, სერბეთის ჩინეთთან ურთიერთობასაც კი. და რა უნდა მეთქვა?! „რატომ არ მაქვს ისეთი მაღალი სავარძელი როგორც შენ, ამერიკის პრეზიდენტს? თუ უნდა წავსულიყავი, რადგან სკამმა შემიშალა ხელი? მე სკამებზე არ ვოცნებობ. მე ამ სკამზე დავჯექი სერბეთი პრობლემების გადასაჭრელად. საჭირო რომ ყოფილიყო ვიდგებოდი, ჩავიკუზებოდი კიდეც“ – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

საქმე ეხება ზახაროვას ჩანაწერს, რომელსაც მან სერბეთის პრეზიდენტის თეთრ სახლში სტუმრობის დროს გადაღებული ფოტო დაურთო. ამავე ჩანაწერს თან ახლავს შერონ სტოუნის სურათი ფილმიდან „ძირითადი ინსტინქტი“, ხოლო კომენტარში ზახაროვამოუწოდებს ყველას, ვისაც თეთრ სახლში დაიბარებენ და სკამს ისე დაუდგამენ, თითქოს ის დაკითხვაზეა, ფილმ „ძირითად ინსტიქტში“ შერონ სტოუნის მიერ განსახიერებული გმირივით მოიქცეს.

ზახაროვს ამ კომენტარს სერბეთის მთავრობის წევრების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თავადაც გააკეთა. ზახაროვა ამბობს, რომ „ფეისბუქში“ დატოვებული ჩანაწერით, მას აშშ-ის ქედმაღლობისთვის უნდოდა გაესვა ხაზი.



1tv




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up