„სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

„სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად"

access_time2020-02-21 21:33:17

„ის ფაქტი, რომ ცნობილი გამოცემის, FDI Intelligence-ს მიერ თბილისი დასახელდა, როგორც საინვესტიციო ხარჯეფექტურობის კომპონენტში ყველაზე მიმზიდველი ევროპული ქალაქი, უდაოდ მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, მისი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას" - ეს შეფასება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის დროს გააკეთა, სადაც FDI Intelligence-ს მიერ შემუშავებულ მომავლის ევროპის ქალაქების საინვესტიციო მიმზიდველობის ხარჯეფექტურობის კომპონენტში თბილისისთვის პირველი ადგილის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


მისი თქმით, სექტორულ და სხვა ტიპის რეიტინგებში საქართველოს ჯეროვანი წარმოჩენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანა ეფექტურად იყენებს, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.


„ეკონომიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მიმართულებით და თანამშრომლობს სხვადასხვა სარეიტინგო პლატფორმებთან. კვლევა, რომელიც ეძღვნება ევროპული ქალაქების საინვესტიციო მიმზიდველობას, რა თქმა უნდა, ეყრდნობოდა სხვადასხვა კრიტერიუმების ერთობლიობას, მათ შორის ინვესტიციების ხარჯეფექტურობას, სწორედ ამ კატეგორიაში მიენიჭა თბილისს პირველი ადგილი, რაც კიდევ ერთი პოზიტიური სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.


FDI Intelligence-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ევროპის მნიშვნელოვანი ქალაქების საუკეთესო ნომინანტებს შორის წარმოდგენილია ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, პარიზი, ვარშავა, მადრიდი, ამსტერდამი და დუბლინი. რეიტინგის შედგენისას მონაცემები ევროპის მასშტაბით 505 ლოკაციიდან შეგროვდა და შეფასდა ხუთი კატეგორიის მიხედვით: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი, ხარჯეფექტურობა, დაკავშირებულობა და ბიზნესისადმი მეგობრულობა (Economic Potential, Human Capital and Lifestyle, Cost Effectiveness, Connectivity and Business Friendliness).





თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-08 21:30:16
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ოთარ ნადარაია - „ჰეჯირების შემთხვევაში მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა მეტისმეტი სავალუტო რისკი არ უნდა აიღოს“ მთავრობა ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალურმა...


მსგავსი სიახლეები

up