სექტორის ზარალი ნამეტი რეზერვის შექმნამ განაპირობა - ბანკების ზარალი 1 მილიარდ ლარს მიუახლოვდა

სექტორის ზარალი ნამეტი რეზერვის შექმნამ განაპირობა - ბანკების ზარალი 1 მილიარდ ლარს მიუახლოვდა

access_time2020-04-23 16:00:25

საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 747 მლნ ლარის ზარალი მიიღო, ხოლო საბანკო სექტორის საოპერაციო მოგებამ 386 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის მხოლოდ მარტის მონაცემებით, ბანკების ზარალმა 943,130 მლნ ლარი შეადგინა. ეს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკის წარმოების ისტორიის ზარალის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ზარალი ძირითადად, COVID-19-დან გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებისათვის რეზერვის შექმნით არის განპირობებული. კერძოდ, საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა და ეს რიცხვი წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ დანაკარგს. თავად რეზერვი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დანაკარგს ფაქტობრივად ექნება ადგილი, ბანკებს მომავალში საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდოს ფინანსური მდგრადობის რისკები.

 

„ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სექტორის ყოველწლიური საშუალო მოგება 900 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020 წელს მხოლოდ პირველი 3 თვის საოპერაციო მოგება 386 მილიონი ლარია. გაზრდილი საკრედიტო დანაკარგების გამო, წელს ბანკების წმინდა მოგება, შესაძლოა, ნეგატიური იყოს. თუმცა აღნიშნული სოლიდური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

 


„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, საბანკო სექტორის ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნამ გამოიწვია.

 

„საბანკო სექტორის ზარალი ნამეტი რეზერვის შექმნამ განაპირობა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ პოტენციური დანაკარგია. ამიტომ იმის თქმა, რომ რეზერვი ფაქტობრივად რეალიზდება და ის ამაზე მეტი ან ნაკლები იქნება, არის არარელევანტური. ყველა კომერციულმა ბანკმა გაატარა თავისი რეზერვი. ამ მაჩვენებლებში მოგება პირდაპირ რეზერვების გამო არის შემცირებული“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტში ბანკების შემოსავლებმა 405,960 მლნ ლარი, ხოლო ხარჯებმა 1,485 მლრ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,620 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 43,956 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 20,383 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up