მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 81 მილიონიანი მოგების  ნახევარზე მეტი ერთ ორგანიზაციზე მოდის - რამდენია მათ მიერ გადახდილი მოგების გადასახადი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 81 მილიონიანი მოგების  ნახევარზე მეტი ერთ ორგანიზაციზე მოდის - რამდენია მათ მიერ გადახდილი მოგების გადასახადი

access_time2022-12-07 18:30:37

2023 წლიდან ბანკებთან ერთად მოგების გადასახადი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც 20%-მდე გაეზრდებათ. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენია 37 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოგება. 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 81 232 218 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი 32 065 183 ლარით მეტია, წინა კვარტალთან შედარებით.


ანგარიშის თანახმად სექტორის წმინდა მოგების ნახევარზე მეტს ერთი ორგანიზაცია „რიკო კრედიტი” აგენერირებს, 9.5 მილიონი ლარით მეორე ადგილზეა „სვის კაპიტალი”, ხოლო მესამე პოზიციას 4.4 მილიონი ლარით მისო “ინტელექსპრესი” იკავებს.


„რიკო ექსპრესი“ არამხოლოდ წმინდა მოგების, არამედ აქტივებისა და საკრედიტო პორტფელის ზომითაც ბაზრის პირველ ადგილს იკავებს.



მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 2022 წლის 9 თვეში:


1. რიკო ექსპრესი - 43.4 მლნ ლარი;
2. სვის კაპიტალი - 9.5 მლნ ლარი;
3. მისო ინტელექსპრესი - 4.4 მლნ ლარი;
4. სმარტ ფინანსი - 4.3 მლნ ლარი;
5. ბერმელი - 3.6 მლნ ლარი;
6. ლიდერ კრედიტი - 3.5 მლნ ლარი;
7. კრისტალი - 2.9 მლნ ლარი;
8. კრედიტსერვისი+ - 2.9 მლნ ლარი;
9. ლაზიკა კაპიტალი - 0.2 მლნ ლარი;
10. მიკრო ბიზნეს კაპიტალი - 0.1 მლნ ლარი.


საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ჯამში 97 825 144 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მოგების გადასახადის სახით კი 15 029 146 ლარი გადაიხადეს. მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 2021 წელს 324 463 284 ლარი შეადგინა, არასაპროცენტომ კი 48 924 452 ლარი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up