სექტორი განვითარდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევების ის მინიმუმი შეიქმნება, როგორიც მთელ მსოფლიოშია - ასოციაცია მოგების შემცირებაზე

სექტორი განვითარდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევების ის მინიმუმი შეიქმნება, როგორიც მთელ მსოფლიოშია - ასოციაცია მოგების შემცირებაზე

access_time2022-08-08 18:00:33

2022 წლის 5 თვეში სადაზღვევო სექტორმა 9,4 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 2022 წლის 5 თვის განმავლობაში სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 399,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით არის გაზრდილი ანაზღაურებული ზარალები და 186 მილიონ ლარს შეადგენს.


დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, სექტორის 6 თვის მონაცემების გამოქვეყნებამდე, სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“  ბაზრის წლის პირველი ნახევრის მონაცემები შეაჯამა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, თუ რატომაც ვერ იზრდება ბაზარი.


„წლის პირველი ნახევრის მონაცემი წინა მაჩვენებლებისგან რადიკალურად განსხვავებული არ იქნება. მოგება შემცირებულია და ამაზე საუბარს დაიწყებენ, მაგრამ სექტორის მოგება ისედაც ძალიან მცირეა. თუ ამ მოგების განაწილებას გადავხედავთ, ეს ხომ საერთოდ საოცრებაა. რთული პროცესია, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევაც რომელიც ყველაზე გავრცელებულია ჩვენთან, ძალიან პატარა მარჟებით მუშაობს, ეს ნიშნავს რომ კომპანიის განვითარებას უჭირს, ამიტომ ბაზარზე სერიოზული იმპულსებია საჭირო, როგორც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დროს მოხდა. ჩვენ გვაფერხებს ის, რომ სადაზღვევო სექტორი განვითარდება მაშინ როდესაც სავალდებულო დაზღვევების ის მინიმუმი შეიქმნება ქვეყანაში, როგორიც არის მთელ მსოფლიოში.



მოგება ზოგადად წლის ბოლოს უნდა ვნახოთ, ეს იქნება რეალური სურათი, მაგრამ ფაქტია რომ სადაზღვევო სექტორის მოგება მცირდება და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა საქართველოში ფაქტობრივად არცერთი დაზღვევა არ მუშაობს. ბოლო პერიოდში სწრაფად გაიზარდა სიცოცხლის დაზღვევა, მაგრამ ეს არ არის ის რაც ადამიანის ინტერესიდან მოდის, ეს არის სიცოცხლის დაზღვევა რომელიც დაკავშირებულია იპოთეკურ სესხთან.


ინფლაცია ძალიან რთულად აისახა სადაზღვევო სექტორზე და შესაბამისად ხდება ფასების ზრდა. სადაზღვევო პაკეტის ფასი არის ჯამი იმ პროდუქტების ღირებულებებისა რაც მნიშვნელოვნად გაძვირდა, მაგალითად ჯანმრთელობის დაზღვევის გაძვირება, მიბმულია წამლების ფასთან, რომელმაც მოიმატა. ასევე მაგალითად ავტომობილების დაზღვევა გაძვირდა, რადგან ფაქტია რომ გაიზარდა ავტონაწილების ფასები და ა.შ. მართალია, ყველა ქვეყანას დაზღვევის განსხვავებული სქემა აქვს, მაგრამ პრინციპია ჯიბიდან გადახდების შემცირება, რაც საქართველოში მიღწეული არ არის. გარდა იმისა, რომ სოციალური მდგომარეობა ადამიანებს ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას არ აძლევს, პრობლემაა სადაზღვევო კულტურის არარსებობაც, რაც კარგ პაკეტებზე მოთხოვნის არარსებობას განაპირობებს“, აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი. 


31 მაისის მდგომარეობით, 18 სადაზღვევო კომპანიის აქტივები 1 მილიარდ  126  მილიონი ლარია,  რაც 8%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%–ით და 319,1 მლნ. ლარს შეადგენს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up