„სექტორი გამოწვევებთან მარტო დარჩა“ - გამომცემლობა „ინტელექტი“

„სექტორი გამოწვევებთან მარტო დარჩა“ - გამომცემლობა „ინტელექტი“

access_time2021-09-15 11:00:00

საგამომცემლო სექტორს შემოსავლები საშუალოდ 40%-ით შეუმცირდა. გამომცემლების განმარტებით, მათ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობისგან მნიშვნელოვანი დახმარება არ მიუღიათ და კომპანიები ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებას თავად ცდილობენ.


როგორც გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, სექტორისთვის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდა.


„პანდემიის გამოცხადებისთანავე ასოციაციამ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა, სადაც იყო პუნქტები გაწერილი, რომელიც უნდა შესრულებულიყო მალევე იმისთვის რომ წიგნის გამოცემის საქმე არ დაზარალებულიყო. ამ პუნქტების დიდი ნაწილი არ შესრულებულა, სექტორი გამოწვევებთან მარტო დარჩა. ჩვენ ვითხოვდით სახელმწიფოსგან სეხებთან დაკავშირებით ბანკებთან შუამდგომლობას, საშემოსავლო გადასახადების დროებით მოხსნას, ასევე სხვადასხვა პროექტის ამოქმედებას, თუმცა უშედეგოდ. დღესაც ეს სექტორი რჩება მხოლოდ საკუთარი თავის იმედად,“ - აღნიშნა ზვიად კვარაცხელიამ.


მისივე განმარტებით, გამომცემლები ძველებური ტემპების დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ, ნებისმიერი დანაკარგი კი სექტორისთვის აუნაზღაურებელი დარტყმაა.

„ისეთი ტემპი და ინტენსივობა გამომცემლობას აღარ აქვს. ჩვენც უამრავი პროექტი ვერ განვახორციელეთ და ბევრი წიგნის გამოცემა დავაგვიანეთ, ბევრი პროექტი გაჩერდა და გადაიდო, თუმცა აუცილებლად უნდა გამოინახოს თანამშრომლობის პლატფორმა იმისთვის რომ ეს სფერო, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში ყალიბდება, არ გაჩერდეს. ძალიან ბევრ ენთუზიასტს არ მოუწიოს წასვლა. ძველ ტემპებთან დაბრუნება არ არის ადვილი. თუმცა ჩვენ არ ვწყვეტთ ავტორებთან, მთარგმნელებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას იმისთვის რომ ახალი წიგნის გამოცემას მოხმარდეს ჩვენი სრული რესურსი. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, რომ სექტემბერში ბევრი ახალი წიგნი წარვუდგინოთ მკითხველს", - აღნიშნა ზვიად კვარაცხელიამ.



რაც შეეხება წიგნის ფასებს, „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორის განმარტებით, ფასების დაჭერა გამომცემლობის მოგების შემცირების ხარჯზე, მოხერხდა.


„წიგნის ფასი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, მიუხედავად ლარის კურსის გაუფასურებისა და იმისა რომ საგამომცემლო სექტორი დარჩა თავისი დანაზოგების იმედად, ჩვენ ფასები შევინარჩუნეთ და წიგნი თითქმის არ გაძვირებულა ქართულ ბაზარზე. ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. გამომცემლებმა მოახერხეს რომ არსებული სიტუაცია დრამატურად არ ასახულიყო წიგნის ფასზე,“ - აღნიშნა ზვიად კვარაცხელიამ.


მისივე თქმით, საგამომცემლო სექტორის შემოსავლები საშუალოდ 40%-ით შემცირდა, თუმცა სექტორი კვლავ ინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას.


„რეგიონში ახლაც ვართ ლიდერები. გრძელდება სალიტერატურო, საგამომცემლო და ბიზნეს პროცესი. როდის დავუბრუნდებით ძველ რელსებს ეს პანდემიაზეა მაინც დამოკიდებული. წინასწარ გრძელვაიან პერსპექტივაში რამის გათვლა ჯერჯერობით რთულია. ფრთხლად ვაგრძელებთ დაწყებულ პროცესებს. ძველი ტემპებით ვერა მაგრამ შეძლებისდაგვარად. შემოსავლები შემცირდა 40%-ით. თუმცა გაჩერება ნიშნავს გაქრობას, ჩამოშორებას ამ სფეროდან. ჩვენ გამომცემლები ვცდილობთ, რომ არ გავჩერდეთ და დაწყებული პროექტები გავაგრძელოთ. სიახლეები არის ის, რასაც ერთგული მკითხველი ითხოვს მუდმივად გამომცემლისგან.“-აღნიშნა ზვიად კვარაცხელიამ.



business-partner.ge





ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up