ამსტერდამი, ბერლინი, პარიზი და ვენა - ავიაკომპანია Georgian Airways სექტემბერში მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA ავრცელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:
1 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
2 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);
3 სექტემბერი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
4 სექტემბერი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
5 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
7 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
11 სექტემბერი, თბილისი - ბერლინი - თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);
12 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
13 სექტემბერი, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
14 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
15 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
19 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
21 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
22 სექტემბერი, თბილისი - პარიზი - თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);
26 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
28 სექტემბერი, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);
ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 27 აგვისტოს მიენიჭა.