სექტემბრიდან სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება

სექტემბრიდან სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია იწყება

access_time2019-06-28 22:55:30

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტის საფუძველზე, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას დაიწყებს.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, სარესტავრაციო პროცესი ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის სამუზეუმო კომპლექსში შემავალი სამი შენობის - ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის, ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის აღდგენასა და მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას მოიცავს.


„სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 21 ივნისს უკვე გამოცხადდა ტენდერი, რომელიც 22 ივლისს დასრულდება. ამ ეტაპზე კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციაში ყველა ის კორექტირებული სარესტავრაციო მოთხოვნაა გათვალისწინებული, რომელიც რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში 2017 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილმა ავთენტურმა ინტერიერმა განაპირობა. 2 წლის წინ სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ისტორიული ნაგებობის თავდაპირველი, არსებულისგან სრულიად განსხვავებული იერსახე გამოჩნდა. კედლის ნალესობისა და იატაკის ფენილის მოხსნის შედეგად ინტერიერში პირველადი სახის სართულშუა გადახურვის სტრუქტურის, კირით ნალესი კედლების, ტერასისა და აივნის ამაღლებული დონეების, ბუხრების, ნიშების, კედლებში გაჭრილი და აგურით ამოშენებული თაღებისა და ღუმელებად გადაკეთებული საბუხრე ღიობების გამოვლენამ მიმდინარე სამუშაოების შეჩერება და კვლევითი-საპროექტო სამუშაოს განახლება განაპირობა. სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, 2 წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადდა სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის კორექტირებული პროექტი, რაც სამომავლოდ სამუზეუმო კომპლექსისა და ფონდსაცავის შენობების ავთენტური იერსახით თანამედროვე მოწყობას, გათბობა-ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით აღჭურვას და ვიზიტორთა ცენტრის ამოქმედებას ითვალისწინებს. სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და დაცვის სისტემებთან ერთად პროექტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც მოიცავს. სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლი თანამედრვე სამუზეუმო მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.” - ნათქვამია ინფორმაციაში.



უწყების ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის, რაც თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


„კომერსანტი“





სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up