სექტემბრიდან ინგლისურენოვანი სეზონური ჟურნალის 4 Seasons Georgia -ს გამოცემა იწყება

სექტემბრიდან ინგლისურენოვანი სეზონური ჟურნალის 4 Seasons Georgia -ს გამოცემა იწყება

access_time2020-07-01 19:00:26

სექტემბრიდან საქართველოში სეზონური ჟურნალ 4 Seasons Georgia-ს გამოცემა იწყება. ინგლისურენოვანი ჟურნალი 100 000-იანი ტირაჟით წელიწადში 4-ჯერ გამოვა და საქართველოსა და უცხოეთის საელჩოებში, საგარეო უწყებებში, ბიზნესცენტრებში, მსხვილ სასტუმროებსა და რესტორნებში გაიგზავნება. როგორც 4 Seasons Georgia-ს თანადამფუძნებელი ლინდა კიკოლაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, ჟურნალის შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტულ პოპულარიზაციასა და ტურისტებისთვის  კულტურული ღირებულებების გაცნობას.

 

ჟურნალი საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით გამოვა და საელჩოები, თავიანთ ქვეყანაში დაარიგებენ ჩვენს  ჟურნნალს. აუდიტორია არის ტურისტი. ინფორმაცია იქნება საქართველოს შესახებ, მწერლების, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ჟურნალი აერთიანებს ისტორიულ  სტატიებს, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საინტერესო მახასიათებლებს - ერეკლე მეორე, კახეთი, სიღნაღი, ბათუმი, ქართული ღვინო, მარტვილის კანიონი, ლეგენდები თბილისზე და ა.შ. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად პოპულარიზაცია გავუკეთოთ არა მხოლოდ იმას, რომ ლამაზი ბუნება გვაქვს,  არამედ გვყავს არაჩვეულებრივი მწერლები,  მხატვრები და  კულტურული დატვირთვა.

 

ჟურნალი არის უმაღლესი ხარისხის ფურცლებით, სტატიების დამზადებაზე ვმუშაობთ 15 კაციანი გუნდი, გვყავს ფოტოგრაფი, ჟურნალისტები, დიზაინერები და თარჯიმნები. რაც შეეხება კომერციულ დატვირთვას, რეკლამები იქნება მინიმალური რაოდენობით, თითქმის 20 პროცენტამდე.

 

ადამიანი,რომელიც ფიქრობს სადმე მოგზაურობას ჩვენი ჟურნალის ხელმისაწვდომობა უცხოელებს დაეხმარება იმაში, რომ საქართველოსკენ გადმოვიბიროთ,“ - განმარტავს ჟურნალ 4 Seasons Georgia-ს თანადამფუძნებელი ლინდა კიკოლაშვილი.



პირველ ეტაპზე ჟურნალი  საქართველოში ტურიზმზე ორიენტირებული ობიექტების გარდა (აეროპორტები, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები და სხვ.), მსოფლიოს 40 სამიზნე ქვეყანაში გაიგზავნება.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის წარმატებული ისტორია ჟურნალში ცალკე, გამორჩეულ  სტატიად აისახება.


4 Seasons Georgia-ს პირველი ნომერი 1 სექტემბერს გამოიცემა, ჟურნალი იქნება 160 გვერდიანი.

 

 


მარიამ მორგოშია


თეგები:
4 seasons georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up