გლობალურ ბაზრებზე სურსათის გაძვირების ახალ ტალღას ელიან

გლობალურ ბაზრებზე სურსათის გაძვირების ახალ ტალღას ელიან

access_time2021-08-24 11:00:54

ეპიდემიის პერიოდში გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდის ტრენდი ფაქტობრივად არ შეცვლილა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფასები ყველაფერზე მატულობს და FAO-ს ინდექსიც უკვე 7-წლიან ამქსიმუმზეა. როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, გაძვირების ტენდენცია არა თუ შეიცვლება, პირიქით – გაგრძელდება კიდეც, ხოლო პიკს წლის ბოლოსთვის მიაღწევს.


„სექტემბრიდან რიგი პროდუქტების გაძვირების ახალი ეტაპი დაიწყება. თუკი ვინმე საუბრობს, რომ ზეთი იაფდება, ასე ნამდვილად არ არის, ამ პროდუქტის ფასი შეიძლება შეიცვალა, მაგრამ ეს არის იაფიანი, დაბალი ხარისხის ზეთი, რომლის ფასი მხოლოდ ხარისხის ხარჯზე დაკორექტირდა. გარდა ამისა, ოქტომბრიდან ველოდებით პურზე ფასების  ზრდას, ასევე სექტემბერში დაგეგმილია ფედერელური სარეზერვო სისტემის (ფსს) სხდომა, სადაც შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება რაოდენობრივი შერბილების, ანუ  ფულის ბეჭდვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც  გამოიწვევს დოლარის გაძვირებას. ამ პროცესს ძალიან მაღალი ალბათობით, ოქტომბრის ბოლოდან - ნოემბრის შუა რიცხვებიდან  ფასების ზრდა მოყვება. გაიაფებასთან დაკავშირებით საიმედო პროგნოზი არ მაქვს, პირიქით, გაძვირებაა მოსალოდნელი. უკვე დეკემბრიდან ხორცის ფასი მოიმატებს, ასევე რძის პროდუქტებიც გაძვირდება“, - ამბობს ნიკა შენგელია.


რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ფასების ზრდა აქაც მოსალოდნელია, თუმცა საბოლოოდ რა მაჩვენებელს მიაღწევს იგი, ლარის კურსზეც ბევრადაა დამოკიდებული.


„გლობალური ბაზრის გავლენა საკმაოდ დიდია, რაზეც ასევე სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებიც მოქმედებს. მოგეხსენებათ, 300 მლნ დოლარის რეზერვი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, ვფიქრობ, ეს იყო დროული რეაგირება, როგორიც აქამდე არ მოუხდენია. 4-5 დღეა ლარი უფასურდება, შეიძლება გრძნობენ, რომ სექტემბერში დოლარი გაძვირდება და დროულად მიიღეს ზომები, რაც სებ-ს იშვიათად სჩვევია.  ვერ უარვჰყოფთ, ქართველ მომხმარებელს ერთ-ერთი რთული ზამთარი ელის. გაოცებული ვარ მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ გააუქმა დახმარებები მოქალაქეების იმ კატეგორიისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, მაღალი ინფლაციაა, რაზეც კომუნალური გადასახადების ზრდაც მოქმედებს. მართალია,  მთავრობამ გაზრდილი გადასახადები დენსა და გაზზე, გარკვეული პერიოდით დაასუბსიდირა, მაგრამ 2022 წლიდან მწარმოებელი, რომელიც გაძვირებულ ტარიფს გადაიხდის, ცხადია, ფასებს დაბლა ვერ დასწევს. ამდენად, გაძვირების პროგნოზი, ფაქტობრივად, გამართლდება“, - აცხადებს ნიკა შენგელია.



ცნობისთვის, „თიბისი კაპიტალის“ მიერ 9 აგვისტოს გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდამ 2021 წლის ივლისში ბაზრის მოლოდინებს მკვეთრად გადააჭარბა და 11.9% შეადგინა.


ფასების ზრდა სამომხმარებლო კალათის თითქმის ყველა ჯგუფში დაფიქსირდა. 


ამასთან, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა, რაც უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ივლისის თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული 28.5%-ს შეადგენს.

 

 მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up