სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი

სექტემბრიდან ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი

access_time2016-08-10 11:04:33

 

თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციას სექტემბრის პირველ ნახევარში დაასრულებს.  სულ მალე ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი.

 

უკვე რამდენიმე თვეა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილეებთან - გიგა ნიკოლეიშვილთან და ირაკლი ლექვინაძესთან,  „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, მამუკა მუმლაძესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად  ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიას კონკრეტული დავალებები მისცა.

 

მშენებლობას  კომპანია „ბაგირმშენი“ ახორციელებს. საბაგიროს ორივე (ქვედა და ზედა) შენობაში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები ტარდება. ამ ეტაპზე შეიცვალა გამწევი ბაგირი. დამონტაჟდა საბაგირო გზის მართვის თანამედროვე პულტი.


 

კუს ტბის საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს  ორი გონდოლა მოემსახურება. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს მგზავრობას, მათ შორის,  ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება. ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული. გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა.

 

კუს ტბის საბაგირო გზა გახსნამდე სატესტო რეჟიმში ამუშავდება და კონტროლს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური გაუწევს. სექტემბრის პირველ ნახევარში კი საბაგირო გზა ოფიციალურად გაიხსნება და დღის განმავლობაში საშუალოდ 2000-მდე მგზავრს მოემსახურება. კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში  დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე.

 

კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯება.

 

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up