სექტემბრიდან ავეჯის გაყიდვების რადიკალურად შემცირებას ველოდებით – „ლაბორატორია ჩემი სახლი“

სექტემბრიდან ავეჯის გაყიდვების რადიკალურად შემცირებას ველოდებით – „ლაბორატორია ჩემი სახლი“

access_time2020-06-30 11:30:43

Covid 19-მა სხვა ბიზნესებთან ერთად მნიშვნელოვანი გავლენა ავეჯის მაღაზიებზეც იქონია. დიდი ფასდაკლებების მიუხედავად მათი ნაწილი გაყიდვების შემცირებაზე და უარყოფით მოლოდინებზე საუბრობს.


ავეჯის მაღაზიების „ლაბორატორია ჩემი სახლის“, „კარეს“ და „მობლერის“ მმართველი მენეჯერი გურამ მგელაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე გაყიდვების მხრივ 30%-იანი კლება აქვთ, თუმცა შემოდგომიდან რადიკალურ შემცირებას ელოდებიან.


„მარტი-აპრილის პერიოდში ვცდილობდით, რომ დისტანციურად გვემუშავა, თუმცა იმ პერიოდში გაყიდვები ფაქტობრივად განულებული იყო. მაისში, გახსნის შემდეგ გაყიდვების თვალსაზრისით წინა წლის ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა, მაგრამ ივნისის თვეში ისევ კლება დაიწყო. ზაფხულის პერიოდი საკმაოდ აქტიურია ხოლმე გარე ავეჯზე მოთხოვნის თვალსაზრისით, რასაც წლევანდელ წელზე ვერ ვიტყვით. ამ ეტაპზე 30%-იანი კლება გვაქვს წინა წლის პერიოდთან შედარებით და ველოდებით რომ ივლისი-აგვისტოში ეს ტენდენცია გაგრძელდება. ვვარაუდობთ, რომ შემოდგომიდან კლება გაგრძელდება, ზაფხულის პერიოდი რომ გადაივლის და არსებული მძიმე ვითარება უფრო შესამჩნევი იქნება, ეს ჩვენზეც უარყოფითად აისახება. ავეჯი ფუფუნების საგნად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი შეძენა აუცილებლობა არ არის, ავეჯის შეძენა ერთგვარი ინვესტიციია, რისი გადადებაც კრიზისის პერიოდში აქტიურად ხდება, ამიტომ სექტემბრიდან ველოდებით რომ გაყიდვები რადიკალურად შემცირდება. ამ კრიზისის პერიოდში მოგვიწია საკმაოდ დიდი ფასდაკლებების გაკეთება, თითქმის მთელი სეზონი ფასდაკლებებზე ვიმუშავეთ. წელს დავიწყეთ საბითუმო მიმართულებაზე მუშაობა და ვეთანამშრომლებით სხვადასხვა კორპორატიულ სეგმენტს პროექტების განხორციელებაში, ეს იქნება სასტუმროები, რესტორნები თუ ბიზნეს ცენტრები, თუმცა დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი“, - განმარტა გურამ მგელაძემ.



იტალიური ავეჯის სახლი „ვერონას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ მგალობლიშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პანდემიის მიუხედავად გაყიდვების რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა შესაძლოა ამას მაღაზიის მიერ გამოცხადებულმა დიდმა ფასდაკლებებმაც შეუწყო ხელი.


„მომხმარებლების რაოდენობა არ შემცირებულა, პირიქით ახლა ისეთი სეზონია რომ ჩვენი მყიდველები აქტიურად მოდიან. რაც შეეხება გაყიდვებს,  შემცირება არ შეინიშნება,  თუმცა ეს შესაძლოა სხვა ფაქტმაც გამოიწვია, ახალ შენობაში გადავდივართ და გამოცხადებული გვაქვს ძალიან დიდი ფასდაკლება, შესაბამისად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის მსგავსი ვითარებაა. რაც შეეხება ონლაინ მიმართულებით გააქტიურებას, მართალია საგანგებო მდგომარეობის დროს ვებ-გვერდიდანაც ვყიდდით, თუმცა ავეჯის ონლაინ გაყიდვა რთულია, თუ მომხმარებელმა არ ნახა რეალურად, არ შეეხო, ძალიან უჭირთ ისე შეძენა. ვებ-გვერდის გარდა, facebook-ითაც შესაძლებელია ჩვენი ავეჯის შეძენა, მაგრამ ამით ძირითადად უცხოელი მომხმარებლები სარგებლობენ და ეს რაოდენობა ძალიან მცირეა. სამომავლოდ კარგი მოლოდინები გვაქვს, რადგან შემოდგომიდან ავეჯის გაყიდვების კიდევ ერთი სეზონი იწყება, გარდა ამისა ახალ შენობაში გადავდივართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაყიდვებს მინიმუმ გავაორმაგებთ“, - განაცხადა არჩილ მგალობლიშვილმა.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up