1 ოქტომბრის დასაწყისისთვის დიდი სასტუმროების რეალურმა დატვირთულობამ ზღვისპირეთში 14%, კახეთში 35%, სხვა რეგიონებში 11% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
2 სექტემბრის მონაცემებით, მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობამ ზღვისპირეთში 28%, კახეთში 39%. თბილისში 4%, სხვა რეგიონებში კი 24%-ს შეადგენდა. უქმე დღეებში გასულ კვირასთან შედარებით დიდ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირდა კახეთში და ზღვისპირეთში, ხოლო სხვა რეგიონების სასტუმროებში გაიზარდა და 62%, 44% და 39% შეადგინა.
2 სექტემბრის მონაცემებით, უქმე დღეებში კახეთისა და ზღვისპირეთის სასტუმროებისთის დატვირთულლობა შემცირდა და 73% და 54% შეადგინა, სხვა რეგიონებში - 40%.
არსებული ჯავშნების მიხედვით, სექტემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები ზღვისპირეთის სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც კახეთი და თბილისი მოყვება. სხვა რეგიონების სასტუმროები შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობს მომხმარებლებს. ყველაზე დიდი ფასდაკლებები კახეთში ფიქსირდება (დაახ. -50% წ/წ), რასაც ზღვისპირეთის სასტუმროები მოყვება (დაახ. -40% წ/წ). თბილისში და სხვა რეგიონებში სექტემბერში შედარებით დაბალი ფასდაკლებები ფიქსირდება (დაახ. -20% წ/წ)