სექტემბერში საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, ხოლო ზეთების იმპორტი გაიზარდა

სექტემბერში საგზაო ბიტუმის, თხევადი აირისა და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, ხოლო ზეთების იმპორტი გაიზარდა

access_time2019-10-10 21:45:56

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.



ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,41 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,38 ათასი ტონა (21,1%), რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (13,9%), გერმანია - 0,20 ათასი ტონა (11,1%) და სხვ.



მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,7 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.



2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,4 ათასი ტონა, რაც 7,4 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.




ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 57,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 1,7 ათასი ტონა (31,5%), თურქეთი - 0,6 ათასი ტონა (11,1%).



მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 80,8 ათასი ტონა, რაც 5,5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (75,3 ათასი ტონა).



2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 20,0 ათასი ტონა, რაც 7,5 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 73,0% (14,6 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 3,0 ათასი ტონა (15,0%), აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (9,5%), თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (1,5%), რუსეთი - 0,2 ათასი ტონა (0,1%).



მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 130,5 ათასი ტონა, რაც 62,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (67,7 ათასი ტონა).



2019 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.



მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 12,7 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (10,8 ათასი ტონა).







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up