სექტემბერში მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი ამოქმედდება

სექტემბერში მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი ამოქმედდება

access_time2020-09-03 18:10:08

2020 წლის სექტემბერში მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი ამოქმედდება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.



„მომხმარებლის ავთენტიფიკაცია არის პროცესი, რომლის შემდგომაც მომხმარებელს ეძლევა წვდომის უფლება საკუთარ ანგარიშზე ან სრულდება გადახდის ოპერაცია, ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი შეიმუშავა, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება, აღნიშნული წესის მიზანია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის დაცული ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფა, ასევე თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედების რისკის შემცირება, რაც, თავის მხრივ, აამაღლებს მომხმარებლების ნდობას საგადახდო მომსახურებებისა და უნაღდო გადახდების მიმართ.



მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი კომერციულ ბანკებზე, რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე ვრცელდება. წესი იმ სტანდარტებს განსაზღვრავს, რომლებიც მომხმარებელმა დისტანციური მომსახურებისას უნდა დაიცვას, კერძოდ: საგადახდო ანგარიშზე წვდომის, ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიცირებისა ან ისეთი ქმედების განხორციელებისას, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია (მაგალითად, პაროლის შეცვლა ან მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილება).



მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს ორი ან მეტი შემდეგი სხვადასხვა კატეგორიის ელემენტების გამოყენებით: ცოდნა (ის, რაც მხოლოდ მომხმარებელმა იცის), ფლობა (ის, რასაც მხოლოდ მომხმარებელი ფლობს) და უნიკალურობა (ის, რაც თვით მომხმარებელია, მაგალითად მომხმარებლის ბიომეტრული მონაცემები).




დებულება ასევე განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს და გადახდის ოპერაციების ტიპებს, რომლის დროსაც პროვაიდერი უფლებამოსილია არ მოითხოვოს მომხმარებლისგან ძლიერი ავთენტიფიკაციის პროცედურა. ასეთი ოპერაციებია საბარათე უკონტაქტო გადახდები 100 ლარამდე, სანდო ბენეფიციარების სასარგებლოდ გადახდები, მცირეთანხიანი და სხვა დაბალრისკიანი ოპერაციები.



გარდა ამისა, წესით განისაზღვრება პროვაიდერის ვალდებულება შეიმუშაოს და დანერგოს უსაფრთხოების ზომები სხვადასხვა ასპექტებთან მიმართებაში, მათ შორის ელემენტების არაუფლებამოსილი პირების მიერ მოპოვების ან ასეთი პირებისთვის მათი გამჟღავნების რისკების შესამცირებლად.



მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი ასევე მოიცავს მონიტორინგის მექანიზმების უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომლის საშუალებით პროვაიდერი შეძლებს არაავტორიზებული ან/და თაღლითური გადახდის ოპერაციების იდენტიფიცირებას.



სხვადასხვა საგადახდო მომსახურებების ჭრილში წესის ამოქმედება ეტაპობრივად განხორციელდება.



აღსანიშნავია, რომ წესის შემუშავებაში საქართველოს ეროვნულ ბანკს თვინინგის პროექტის ფარგლებში მხარდაჭერას უწევდნენ ექსპერტები პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოდან (NNF), ასევე პოლონეთისა და ლიეტუვას ცენტრალური ბანკებიდან. ამასთანავე, წესი სრულად შეესაბამება ევროკომისიის 2017 წლის (EU) 2018/389 რეგულაციას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up