სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით, იანვარ-სექტემბერში კი 11.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
პირველ 9 თვეში ორნიშნა ზრდა მეორე კვარტალის რეკორდული ნომინალური ზრდის დამსახურებაა. თუ პირველ კვარტალში მშპ 4.5%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში 29.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მესამეში 9%-იანი ზრდა.
2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. იმავე პერიოდში მშენებლობის სექტორი შემცირდა.
სექტემბერში სამომხმარებლო ფასები 12.3%-ით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი 16.8%-ით გაიზარდა.
9 თვეში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 22.3%-ით $10 მლრდ-მდე, ექსპორტი 24%-ით $2.981 მლრდ-მდე, ხოლო იმპორტი 21.6%-ით $7.028 მლრდ-მდე გაიზარდა.
სექტემბერში სულ 4163 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, 6.2%-ით მეტი ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 24%-ით 9.534 მლრდ ლარამდე.
პირველ სამ კვარტალში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გასული წლის ვარდნის შედეგია. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ეკონომიკა 5%-ით, მთლიანად 2020 წელს კი 6.2%-ით შემცირდა.