გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა სექტემბერში გაზრდილია კახეთში (+2% პ.პ.), ხოლო თბილისისი, ზღვისპირეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის არ შეცვლილა - ნათქვამია თი-ბი-სი კაპიტალის მორიგ კვლევაში.
იმას, რომ ზღვისპირეთის სასტუმროებში მძიმე ვითარებაა ადასტურბს კომპანია „რედკოს“ დირექტორი მალხაზ კუნელაური.
„შიდა ტურიზმის ხარჯზე სიტუაცია მეთ-ნაკლებად ნორმალური იყო. რა თქმა უნდა უცხოელ ტურისტებს ქართველები ვერ შეცვლიან რაოდენობრივად, თუმცა, სხვა რეგიონებთან შედარებით ზღვისპირეთში სასტროების მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო“ - ამბობს კუნელაური.
კერძოდ, „რედკოს“ კუთვნილი 5-ვარსკავიანი სასტუმრო Le Meridien-ს კარგი საზაფხულო სეზონი ჰქონდა.
„აგვისტოში სასტუმროს შევსებამ 60% შეადგინა, და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თანაც არა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ უცხოელები არ გვყავდა, არამედ ზოგაგად. სექტემბერშიც კარგ სეზონს ველოდებობით, თუმცა, პამდენიამ ყველა გეგმა ჩაშალა. როგორც კი ბათუმში მასობრივი დაინფიცირების შესახებ გამოცხადაა, ქალაქი 2 დღეში სრულიად დაცარიელდა ტურისტებისგან“ - განაცხადა კუნელაურმა.
მისი თქმით, იმ დროიდან ბათუმის თითქმის ყველა სასტუმრო გაჩერებულია, მათ შორის Le Meridien.
„წესით, ნორმალურ ვითარებაში სექტემბერი-ოქტომბერი აჭარაში საკმაოდ აქტიური სეზონია. ისეთი არა, როგორც ივლისი-აგვისტო, მაგრამ ტურისტები მაინც არიან. დღეს კი ქალაქი ცარიელია“ - ამბობს „რედკოს“ დირექტორი.
gbc.ge