სეპარატისტებმა კიევს 81 პატიმარი დაუბრუნეს

სეპარატისტებმა კიევს 81 პატიმარი დაუბრუნეს

access_time2019-12-29 19:30:07

დონბასში ოფიციალურ კიევსა და პრორუს სეპარატისტებს შორის პატიმართა გაცვლის პროცესი დასრულდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კიევს 81 ადამიანი დაუბრუნეს, უკრაინის მთავრობამ კი სეპარატისტულ რეგიონებში 139 პატიმარი დააბრუნა, თუმცა ოფიციალური მონაცემები გადაცვლილთა რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევი 87 პატიმარს გაათავისუფლებდა.

 

პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეკემბერში მიაღწიეს.

 

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფი რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის პირობაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ჯგუფში რუსეთის წარმომადგენელმა ბორის გრიზლოვმა 23 დეკემბერს განაცხადა.

 

რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები 7 სექტემბერს გაცვალეს. ამ ფაქტს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის პირველი ნაბიჯი დონბასის რეგიონში „საშინელი ომის“ დასრულებისკენ.

 


Imedinews

თეგები:
კიევი



საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

„შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება“ - „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს

„შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში, აქცენტი კვლავ მიტანის სერვისზე და „Drive Thru“ მომსახურებაზე გაკეთდება“ -   „ვენდისი“ კონცეფციის შეცვლას არ გეგმავს
access_time2020-06-04 10:50:09
ღია სივრცის რესტორნები პირველი ივნისიდან ამუშავდნენ, 8 ივნისიდან კი რესტორნები და კაფე-ბარები ყველა სახის მომსახურებას აღადგენენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად ძალაში რჩება გარკვეული რეგულაციები, რომლის შესრულება როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნესსაც მოუწევს.   „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია სწრაფი კვების ობიექტებზე, დაწესებული რეგულაციებით შემცირებული დინამიკის...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს

კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს
access_time2020-06-04 14:50:22
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის გამყარებას გაუმჯობესებულ მოლოდინებს უკავშირებს. როგორც მან ლარის კურსის კომენტირებისას აღნიშნა, ეს უკავშირდება იმას, რომ ქვეყანამ პანდემიის კრიზისი სწარფად დაძლია. “მოლოდინები გაუმჯობესებულია, დამსახურებულადაც. მაგალითად, ორი თვის წინ როდესაც იყო გაუფასურება, მისი აცდენა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ყოველგვარი კანონების მიხედვით. ხოლო იმის გამო, რომ საქართველო საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პანდემიას და ერთ-ერთი...


მსგავსი სიახლეები

up