სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

access_time2021-04-23 21:00:00

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.


სენატი „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შეთავაზებული კომპრომისი, რომელსაც ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა.


რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა პარლამენტში თავისი ადგილი უნდა დაიკავოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.


„სენატი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაატაროს სისტემური რეფორმები, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და რომ ის არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისათვის, მათ შორის, „ვენეციის კომისიისა“ და სხვა ექსპერტების რეკომენდაციების მიღებითა და იმპლემეტაციით“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.



სენატორები საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებენ, დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების გადასაჭრელად და ასეთი კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ეუთო / ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებით და განხორციელებით.


„სენატი აცნობიერებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებით, ქაოსი დაეთესა მთელ საქართველოში, მათ შორის არალეგალურად ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. სენატი შეშფოთებას გამოხატავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცების გზაზე არსებული დაბრკოლებები შეანელებს საქართველოს პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიღწევისა და ეკონომიკის გაძლიერების კუთხით და ამან ის პირობები შეიძლება წარმოქმნას, რომელიც საქართველოსთვის დახმარების გაწევას განსაზღვრავს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.


სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში უფრო ძლიერ დემოკრატიას ისეთი მმართველი ინსტიტუტებით, რომელიც კეთილსინდისიერებას, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემას, გამჭვირვალობას, რუსული და სხვა მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის შესაძლებლობას აჩვენებს.


imedinews.ge




თეგები:
რეზოლუცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up