სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

access_time2022-06-23 19:30:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და მათგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია სენაკის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.


„სახელმწიფო რწმუნებული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ლოკაციებზე არსებულ ვითარებას პირადად სენაკის მერთან ერთადაც ეცნობა. სენაკის სოფლებსა და ქალაქში მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია.


სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, დეტალურად უნდა მოხდეს ყველა არსებული ზარალის აღწერა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი და სალიკვიდაციო სამუშაოები. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური და სამაშველო სამსახურები. ასევე შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც დატბორილ კერძო სახლებსა და ეზოებს სტიქიის ნატანი მასალისგან გაასუფთავებენ. დილიდან მოხალისეობრივი ჯგუფების ოდენობა იზრდება და სხვადასხვა ქუჩებზე გადანაწილდება.


სენაკში მუნიციპალიტეტის სამსახურები გადაყვანილია საგანგებო რეჟიმზე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა.



გუშინ, ინტენსიურმა ძლიერმა წვიმამ მწვავე პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით. კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.


ადიდებულმა ტეხურმა მწყობრიდან გამოიყვანა ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი და საფეხმავლო ე.წ. ბეწვის ხიდი. ნოქალექევის ადმინისტრაციულ ერთეულის ლეგაგუეს უბანში მდინარემ ასევე წაიღო ხიდი.


წვიმამ უშაფათის, ძველი სენაკის, თეკლათის, მენჯის, ჭალადიდის, ახალსოფლისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულებში ზიანი მიაყენა შიდა საავტომობილო გზებს, საკარმიდამო ნაკვეთებს, მოსავალს, საცხოვრებელ სახლებს. ანალოგიური მდგომარეობაა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.


ძლიერმა წვიმებმა სენაკთან ერთად პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ფოთის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
სტიქია



7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...


მსგავსი სიახლეები

up