სენაკში 13 ჰექტარ მიწის ფართობზე ჟოლოს ბაღი გაშენდა

სენაკში 13 ჰექტარ მიწის ფართობზე ჟოლოს ბაღი გაშენდა

access_time2019-07-10 23:55:27

სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში, 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ჟოლოს ბაღი გაშენდა. როგორც ამხანაგობა რემოს წარმომადგენელი რამაზ კუჭუხიძე BM.GE–სთან საუბრისას აცხადებს, იგი ჟოლოს პირველ მოსავალს შემოდგომის ბოლოსკენ აიღებს.


მისივე თქმით, თავდაპირველად მოსავალი მცირე რაოდენობით იქნება, თუმცა შემდგომ ეტაპზე ყოველწლიურად, ჰექტარზე 8-დან 12-ტონამდე ჟოლოს მოსავლის აღებას შეძლებს.



პროგრამის აწარმოე საქართველოში ბენეფიციარები ვართ და ბიზნესში თანადაფინანსებით დაახლოებით 40 000 ლარამდე საკუთარი ინვესტიცია ჩავდეთ, ხოლო სააგენტომ აწარმოე საქართველოში დაახლოებით 130 000 ლარამდე თანხა ჩადო. ნიადაგი კარგი იყო და მიწის ანალიზი ჟოლოს მოშენებას ესადაგებოდა, შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით გადავწყვიტეთ და გავრისკეთ. უახლოეს მომავალში შედეგებს ველოდებით. რაც მეტი იქნება პროდუქცია, მით უკეთესია, რადგან ამით ბაზარზე მოთხოვნას უზრუნველვყოფ, - განაცხადა კუჭუხიძემ.




მისივე განმარტებით, კომპანიას ჯერ საქართველოს ბაზრის სრულად ათვისება სურს.საქართველოს ბაზარი უნდა ავითვისოთ იმიტომ, რომ არის ისეთი მაღაზიები, სადაც თურქეთიდან და ირანიდან შემოტანილი პროდუქცია აქვთ დახლზე განთავსებული. ადგილობრივ ბაზარს ჩვენი პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ ჯერ ქართულ მარკეტებში უნდა შევიდეთ, - განმარტა კუჭუხიძემ.


რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამხანაგობა რემო სამაცივრე ტექნოლოგიების ათვისებას გეგმავს. ასევე მომავალი წლის გაზაფხულზე, 3-4 ჰექტარ მიწის ფართობზე – 20 000-მდე უეკლო მაყვლის მოშენებას.


BMG





ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up