სემეკში 21, 22, 24 დეკემბერს დაგეგმილი საჯარო სხდომები გადაიდო. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
„აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ სემეკის თავმჯდომარე და კომისიის წევრები იმყოფებიან თვითიზოლაციაში, პირთან კონტაქტის გამო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
დადგენილი წესების შესაბამისად, PCR ტესტის შედეგების მიხედვით ჩაინიშნება საჯარო სხდომები, სადაც კომისია განიხილავს გადატანილ საკითხებს.
სხდომების თარიღების შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.