პრემიერ-მინისტრ  გიორგი გახარიას მოწვევით, გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა

access_time2019-10-31 23:30:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწვევით, თბილისს გაზაფხულზე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 



თურქეთის რესპუბლიკის მეთაურმა გიორგი გახარიას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.



„იგი გახლავთ ლიდერი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრთან ახლო თანამშრომლობა ჰქონდა. მჯერა, რომ ძვირფასი მეგობრის ლიდერობისას საქართველო განაგრძობს განვითარებას და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება. შეხვედრაზე ჩვენი ისტორიული კავშირები, ერთობლივი ფასეულობები და მეზობლობით ჩვენთვის მოტანილი შესაძლებლობები განვიხილეთ. დღეს მითითება მივეცი საგარეო საქმეთა მინისტრს და უახლოეს მომავალში გაიმართება სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს შეხვედრა. ჩვენს მეგობარ საქართველოსთან ვაჭრობიდან ტურიზმამდე, ენერგეტიკიდან თავდაცვამდე, ყველა სფეროში განვითარებადი ურთიერთობები გვაქვს. მჯერა, სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, რეგიონისთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება. მოძმე აზერბაიჯანთან ერთობლივმა ენერგო და სატრანსპორტო პროექტებმა კავკასიიდან ანატოლიისკენ სტაბილურობის სარტყელის შექმნა უზრუნველყო. სტრატეგიული ხედვით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენს, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად განხორციელებული ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტიც მივამატეთ, რითაც ენერგეტიკის სფეროში ჩვენი რეგიონი ცენტრად ვაქციეთ. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ტრანსპორტირების საკითხში. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამ კუთხით ისტორიული ნაბიჯია. ამ სარკინიგზო ხაზის გახსნით 3 მეგობარი ქვეყანა კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ლონდონიდან პეკინამდე გადაჭიმული მარშრუტის შუაგულში მდებარე მნიშვნელოვან ხაზს წარმოადგენს. საქართველოსთან ჩვენი კავშირები მხოლოდ მილსადენებისა და სარკინიგზო ხაზებისგან არ შედგება. 2011 წლის შეთანხმების შესაბამისად, არა მხოლოდ ვიზები გავაუქმეთ, არამედ უზრუნველვყავით უპასპორტო მიმოსვლა. საქართველოსთვის, სადაც ჩვენს მოქალაქეებს პირადობის მოწმობებით შეუძლიათ მოგზაურობა, თურქეთი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, რითაც ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ. ვადასტურებ ჩვენს ნებას, ურთიერთსარგებლის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გავაგრძელოთ და გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ნება, რომ 1,5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ამ ფარგლებში, თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გამარტივების პოტენციალით მეტად სარგებლობისთვის, საჭირო ნაბიჯებს გადავდგამთ და ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ძალიან მალე ანკარაში გასამართი თურქეთ-საქართველოს შერეული ეკონომიკური კომისიის შეხვედრა ამისთვის ხელსაყრელი შემთხვევა იქნება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.




თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განხილული იყო უსაფრთხოების სფერო, ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი წვრთნები, რომლებიც ქართველი და თურქი სამხედროების მონაწილეობით, რეგულარულად იმართება.



„საქართველოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის თურქეთსა და საქართველოში ერთობლივი წვრთნების ჩატარება წელსაც გავაგრძელეთ. 2200-მდე ქართველმა სამხედრო პერსონალმა თურქეთში ჩატარებულ ტრენინგებსა და სხვადასხვა კურსებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენს საერთო შავ ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენი ძალისხმევა საქართველოს მხარდაჭერითაც გრძელდება“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.



თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოა თურქეთისთვის წინაპრების სამშობლოში მყოფ ძმებთან დამაკავშირებელი ხიდი, ასევეა თურქეთი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების ჯანსაღი ფორმით დამყარებაში სტრატეგიული ხიდი.



„მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს და ძვირფას დელეგაციას ნაყოფიერი ვიზიტისთვის. უმაღლესი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ, მზად ვარ, მივიღო თქვენი მოწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, გაზაფხულზე“,- განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up