სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა

სემეკმა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებს ახალი ტარიფები დაუდგინა

access_time2020-12-29 16:40:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ მომართვების საფუძველზე სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.


„სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები ასახავს მხოლოდ იმ მიზანშეწონილ ხარჯებს, რაც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას ელექტროენერგიისა თუ სასმელი წყლის საიმედო და შეუფერხებელი მიწოდებისთვის.



ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.



ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა. „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ მიხედვით, მოხდება სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საქმიანობების განცალკევება, კერძოდ, ერთი კომპანია აღარ განახორციელებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებს. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მიწოდების ტარიფი 29 დეკემბრის სხდომაზე სემეკის მიერ დადგინდა 2021 წლის 1 ივლისამდე, თუმცა აღნიშნული ცვლილება არსებული პირობების ფარგლებში, დღეს დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ იქონიებს.



ელექტროენერგიის ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.



სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები



საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით:



0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 17.731 თეთრი/კვტ.სთ



101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 21.707 თეთრი/კვტ.სთ



301 კვტ.სთ-დან - - 26.227 თეთრი/კვტ.სთ



არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:



110-35 კვ. - 28.267 თეთრი/კვტ.სთ



10-6-3.3 კვ. - 30.879 თეთრი/კვტ.სთ




0.4 კვ. – 31 960 თეთრი/კვტ.სთ



სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები



საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით:



0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18.041 თეთრი/კვტ.სთ



101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 22.053 თეთრი/კვტ.სთ



301 კვტ.სთ-დან - - 26.537 თეთრი/კვტ.სთ



არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:



110-35 კვ. - 27.370 თეთრი/კვტ.სთ



10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ



0.4კვ. – 32.931 თეთრი/კვტ.სთ



შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლის“ სამომხმარებლო ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.



შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები



საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:



გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 0.50 თეთრი/მ3



გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) - 4.518 ლარი/სულზე/თვეში



არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით - 6.503 ლარი/მ3


შპს „რუსთავის წყლის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები
საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით:



გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 0.50 თეთრი/მ3



გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) - 3.004 ლარი/სულზე/თვეში



არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით - 3.703 ლარი/მ3“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up