სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

access_time2020-08-11 23:10:00

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.



„ახალი რეგულაცია მოიცავს დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგულირება.



წესები ეხება ბაზრის მონაწილეებს - ელექტროსადგურების მფლობელებს, მსხვილ მომხმარებლებს, ტრეიდერებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს. წესებით იკრძალება ბაზარზე შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და ჯვარედინი სუბსიდირება.




დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა, ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს.



საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით დარეგულირდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირება, განისაზღვრება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებასთან დაკავშირებული გადამცემი სისტემის ოპერატორისა და საბალანსო ბაზრის ოპერატორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები. დაინერგება თვითდისპეტჩირების მოდელი, რომლის მიზანიც იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემის დაგეგმვა და ოპერირება.



წესები შემუშავებულია ევროპული რეგულაციების საფუძველზე და მისი მიღება განპირობებულია „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.




თეგები:
სემეკი



როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...


მსგავსი სიახლეები

up