ამ კანონით ენერგეტიკას შემთხვევითი ინვესტორისგან დავიცავთ

ამ კანონით ენერგეტიკას შემთხვევითი ინვესტორისგან დავიცავთ

access_time2020-07-14 10:00:15

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ახალი კანონპროექტის თანახმად შესაძლოა უფლებამოსილი გახდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოღვაწე კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. ამ ცვლილების ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი არიან, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი კი მთავრობაა, რომელიც პარლამენტს ახალი ნორმების დაჩქარებული წესით დამტკიცებას სთხოვს.

 

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დაჩქარებული წესით განხილვა აუცილებელია, რათა ინიციატივა კანონად 2020 წლის ბოლომდე იქცეს, რადგან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი თანახმად, 2020 წლამდე გადაცემისა და განაწილების ლიცენზიანტებს უნდა მიენიჭოთ შესაბამისი გადაცემისა და განაწილების სისტემის ოპერატორის სტატუსი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდამდე სემეკი უკვე აღჭურვილი იყოს ამ უფლებამოსილებით.

 

დოკუმენტიდან ირკვევა ისიც, რომ 5%-ზე დიდი წილის გასხვისების დროს კომისიისთვის მიმართვის წესი იქნება იმ ნორმის ანალოგიური, რაც კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედებს. მსგავსი უფლებამოსილებებია გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ელექტრონული კომუნიკაციების სექტორში.

 

მთავრობის შეფასებით, ამგვარი ნორმის მიღება ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სისტემის ოპერატორის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფისათვის, ისე ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებისათვის, აუცილებელია, შეიქმნას სისტემის ოპერატორის შერწყმის ან აქციების გასხვისების, მაკონტროლებელი პირის ცვლილების ეფექტიანი მექანიზმი.


 

„ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მმართველობაში არ უნდა შემოვიდეს ისეთი კომპანია, რომელიც თავისი კომპეტენციით და გამოცდილებით ამ სფეროს არ შეესაბამება. ეს კანონპროექტი არის დაცვა იმისათვის, რომ სექტორი არ დაზიანდეს. კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ როდესაც სისტემის ოპერატორი გაყიდის ან გაასხვისებს აქციების ან მისი ქონების 5%-ზე მეტს, ამის შესახებ მარეგულირებელ კომისიას წინასწარ უნდა შეატყობინოს. მარეგულირებელი კომისია არის ერთადერთი ორაგნო, რომელიც პრაქტიკულად სრულად არეგულირებს ენერგეტიკის და წყალმომარაგების სფეროში ბაზრის მონაწილე ობიექტების ქმედებას, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მან წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ ყიდულობს ამ აქციებს. ამდენად, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ახალი მონაწილე და თუ არ აკმაყოფილებს, მას მარეგულირებელი კომისია გარკვეულ ვადას აძლევს, რომ ეს საკითხი გაასწოროს და თანხმობას აძლევს ამის შემდეგ ან შესაძლებელია უარი თქვას, სფეროში ახალი მონაწილის შემოსვლაზე. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე არ შემოვიდეს ბაზარზე ისეთი ვინმე, რომელიც არათუ დადებით, არამედ უარყოფით შედეგს მოიტანს. დღეს სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, რომ იყიდოს ან გაყიდოს ელექტორენერგია ან გაზი, ხვალიდან ამის უფლება აღარ ექნება. ის აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც ენერგეტიკის სფეროში მართვისთვისაა საჭირო“, - განმარტავს რევაზ არველაძე.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე აცხადებს, რომ სემეკის გაზრდილი უფლებამოსილება არის ერთ-ერთი მიმართულება, რითაც შესაძლოა მაქსიმალურად დავიცვათ ბაზარი მონოპოლიებისგან. მისი თქმით, აღნიშნული საკითხები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ანალოგიურად ხდება.


„კანონპროექტის შინაარსის სიღრმისეულად გაცნობა ვერ მოვასწარი, თუმცა როდესაც ენერგოკომპანიებზეა საუბარი აქ არ იგულისხმება გენერაციის ობიექტები, ძირითადად დისტრიბუციაზეა საუბარი. გარდა ამისა, ამის უფლება სემეკს მიეცემა თუ რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოს ან სამინისტროს არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომ ჩვენ შევძლოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ბაზარი მონოპოლიებისგან, აღნიშნული საკითხები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია ანუ ვერ გაყიდი წილებს, რომელმაც შესაძლოა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობები დაარღვიოს, ასე მესახება აღნიშნული კანონპროეტიც. ჩვენ მისი მიღების შემთხვევაში შევძლებთ ბაზარი მონოპოლიებისგან დავიცვათ. სასწრაფო წესით იმიტომ იღებენ, რომ ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდა და მიმდინარეობს ენერგოკომპანიების გადაწყობა, გენერაცია, დისტრიბუცია და ა.შ. ყველაფერი ერთი კომპანიის ხელში აღარ იქნება და ისინი ცალ-ცალკე კომპანიებად უნდა დაიშალონ, ამ პროცესში არ არის გამორიცხული რომ სახელმწიფოსთვის არასასიამოვნოდ მოხდეს აქციების გაყიდვის პროცესი და ვიღაცამ ისე ჩაიგდოს ხელში ბაზარი რომ არასახარბიელო კონკურენციის პირობები შექმნას, ამის გამოა ეს ცვლილებები საჭირო“, - განმარტა გია არაბიძემ.


ნინო თამაზაშვილი






„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს
access_time2020-10-20 14:50:23
„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.  ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს. პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი...

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!
access_time2020-10-20 15:00:08
სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება - ქორწილი, იუბილე, ქელეხი - კორონავირუსის მეორე ტალღის გამწვავებისას,  10 სექტემბრიდან ღია სივრცეშიც აიკრძალა. ღონისძიებები ესაა სფერო, რითაც  შემოსავალს 20-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებდა.  თითქოს ჩავარდნილი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონების შემდეგ, სოციალური ივენთების მიმართულება გამოცოცხლებას იწყებდა და წყვილებმა ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაც კი  შემოდგომაზე გადაწყვიტეს, მორიგი...

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“
access_time2020-10-20 14:30:56
რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც.   ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს.   ,,ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს
access_time2020-10-20 14:05:12
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ბრიფინგი გაიმართა, სადაც განხილული იყო თუ როგორ აისახება ეს ისტორიული მოვლენები, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.   ჯიჰად აზური, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც წლების განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც საქართველოს...

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი ბიზნეს ოპერატორების ფრთხილ ოპტიმიზმზე მიანიშნებს
access_time2020-10-20 12:20:57
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის პირველი ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ბიზნეს კლიმატის ინდექსს მოიცავს. კვლევის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კლიმატის ინდექსი, წინა კვარტლის მსგავსად, კვლავ აღმასვლის მეოთხედშია, რაც ნიშნავს, რომ ასოციაციის გამოკითხული წევრები თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას კვლავ უარყოფითად აფასებენ, თუმცა ამავდროულად, ნარჩუნდება პოზიტიური...


მსგავსი სიახლეები

up