„სემეკი“ : „ტარიფის გაორმაგება ტექნიკური მომსახურების ხარჯებმა  გამოიწვია“

„სემეკი“ : „ტარიფის გაორმაგება ტექნიკური მომსახურების ხარჯებმა გამოიწვია“

access_time2020-01-09 13:15:21

თვითმმართველ ქალაქებში  ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა. მიზეზებზე „კომერსანტთან“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკი) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, ვანო მეჭურჭლიშვილი საუბრობს. მისი განცხადებით, გაზზე დაერთების ტარიფის გაორმაგება  ტექნიკური მომსახურების  ხარჯებმა  გამოიწვია.


ტექნიკური მომსახურების სრული ციკლი გულისხმობს დაპროექტებას, ნებართვებს, შეთანხმებას, სამუშაოებს, მასალას, სამუშაო ზონის აღდგენას და .. ჩვენი კომისია ახდენდა ამ პროცესზე დაკვირვებას, ამასთანავე განიხილავდა კომპანიების განცხადებებს, შესაბამისად, კომპანიების მოთხოვნებიდან გამომდინარე, აშკარა იყო რომ ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავებული ხარჯები სჭირდებოდა ტექნიკური მომსახურების სრულ ციკლს, ვინაიდან, საჭიროა საკომუნიკაციო კომპანიებთან შეთანხმება, ნებართვების აღება და ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება.თუ კომისია არ გაითვალისწინებდა ამ გარემოებას, მაშინ დაირღვეოდა ხარჯების ანაზღაურების სამართლიანობის პრინციპი. ამასთანავე, გათვალისწინებული იყო ასევე მიერთების მსურველის მოთხოვნილებებიც,- აღნიშნავს ვანო მეჭურჭლიშვილი.


როგორც „სემეკის“ წარმომადგენელმა „კომერსანტს“ განუცხადა, ქალაქის ტიპის დასახლებაში, განსაკუთრებით თვითმმართველ ქალაქბში, ასეთი ტიპის სამუშაოები უფრო რთული და ხარჯიანია.


ხდება ასფალტის საფარის აღდგენა, რეკონსტრუქცია, შესაბამისად, ისეთი დასახლებები,სადაც არ არის ასეთი ინფრასტრუქტურა, არც ხდება მსგავსი ხარჯების გაწევა სამუშაოებზე. ამიტომ კომისია ვალდებული იყო ეს გარემოება შეესწავლა. კომისია მუდმივად ცდილობს ტარიფის სამართლიანობის დაცვას. აშკარაა,რომ სამუშაოები ბევრად ხარჯიანია თვითმმართველ  ქალაქებში, კომპანიებს ბევრი ხარჯის გაწევა უწევთ და ჩვენ რომ არ მოვახდინოთ რეაგირება, ეს დიდ პრობლემას გამოიწვევს, მათ შორის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას,- ამბობს ვანო მეჭურჭლიშვილი. მისი თქმით, აღნიშნულ ქალაქებში ზირითადად „სოკარგაზი“ და „საქორგაზი“ მუშაობს.



კითხვაზე, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება თუ არა იმ აბონენტებზე, რომლებსაც უკვე გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება გაზის საკომუნიკაციო კომპანიებთან, რომლებიც თავის მხრივ გამანაწილებელი კომპანიების კონტრაქტორ კომპანიებს წარმოადგენენ და სარემონტო-სამუშოებს ახორციელებენ,ან ხომ არ დაზარადლებიან ფინანსურად  აღნიშნული კომპანიები, მეჭურჭლიშვილი განმარტავს:

 

„ეს არის სამოქალაქო ურთიერთობები. ჩვენ ვარეგულირებთ სამოქალაქო ურთიერთობებს, შესაბამისად, თუ სპეციალური ნორმატიული აქტების შესახებ კანონიდან გამომდინარე, პირდაპირ არ იქნება მითითებული უკუძალით ნორმატიული აქტის ამოქმედება, შეუძლებელია,რომ უკვე არსებულ გარიგებაზე გავრცელდეს ცვლილება.თუ რამე პრობლემა შეექმნებათ შეუძლიათ სემეკს მიმართონ“-აცხადებს მეჭურჭლიშვილი.


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვრიდან, თვითმმართველ ქალაქებში, ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და 400 ლარის ნაცვლად, 800 ლარი გახდა.

 

შესაბამისი ცვლილება გაზის მიწოდებისა და მოხმარების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილებაში გასული წლის 27 დეკემბერს შევიდა და მისი ამოქმედების ვადად 2020 წლის პირველი იანვარი განისაზღვრა.თვითმმართველი ქალაქებია თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და რუსთავი.

 


თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up