სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს

სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს

access_time2022-09-24 11:25:13

26-28 ოქტომბერს, ქ. თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.  კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი - ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია(ERRA). კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი. 


სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე მიეძღვნება სემეკის 25 წლის იუბილეს.


კონფერენციაზე  განახლებადი ენერგიის სექტორის მიმართულებით მომუშავე  და პოლიტიკის განმსაზღვრელ  პირებს, ექსპერტებს, მარეგულირებლებსა და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ასევე, განხილული იქნება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშემწყობი და წამახალისებელი მექანიზმები, როგორიცაა საინვესტიციო დახმარება, გადასახადისგან გათავისუფლება ან შემცირება, გადასახადის დაბრუნება, მწვანე სერტიფიკატი თუ პირდაპირი ფასის მხარდამჭერი სქემები, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს, მიმართულია განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირებისა და ინვესტორების ინტერესის გაზრდისკენ. 



ენერგეტიკის სექტორში მსოფლიო მასშტაბით განვითარებული მოვლენებისა და რყევების ფონზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგია, არამხოლოდ ეხმარება ქვეყნებს შეავსონ წარმოქმნილი ენერგიის დეფიციტი, არამედ  წარმოადგენს კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა  და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების   უზრუნველყოფის შესახებ პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნების მიღწევას. ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად და ემისიების მნიშვნელოვნად შესამცირებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელება. შესაბამისად დღის წესრიგში დგას  მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვა, ახალი ტექნოლოგიური ჩარჩოების შექმნა და სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო აქტორებს შორის შესაძლებლობების გაძლიერება. 


სემეკი არის ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER)  ასოცირებული წევრი, ხოლო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) სრულუფლებიანი წევრი. ERRA-სმეორე ვადით ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, მაია მელიქიძე. 



 

 



თეგები:
სემეკი



„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up