სემეკი ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ. გარდამავალ პერიოდში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

სემეკი ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ. გარდამავალ პერიოდში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

access_time2021-06-22 16:50:00

სემეკი ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ. გარდამავალ პერიოდში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.


„თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებლებმა მიიღეს სმს შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე სს “თელასს” უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით.


იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30 ივნისს სმს-ში მითითებულ ბმულზე მრიცხველის ჩვენების გაგზავნას კომპანიისთვის, ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხებათ მათ მიერ საშუალოდ დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად.


თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს წარდგენილი აქვთ დეპოზიტი სს “თელასისათვის” ან “ენერგო პრო ჯორჯიასათვის”, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან მიმწოდებლისთვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მოწოდება) გადაცემა მათ (მომხმარებელი, მცირე საწარმო) ახალ სააბონენტო ბარათზე განსათავსებლად.



თუ მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს პირად ბარათზე აქვთ დადებითი ბალანსი, ისინი უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ მისი მიმწოდებლისათვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება) გადაცემა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.


“თელასი” და “ ენერგო პრო ჯორჯია” ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებლის ინფორმირება დადებითი ბალანსის/დეპოზიტის არსებობის შესახებ მისი დაბრუნების ან მიმწოდებლისათვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება) გადაცემის უფლების მითითებით.


თუ მომხმარებლები წერილობით გამოხატავენ დეპოზიტის ან დადებითი ბალანსის მიმწოდებლისათვის გადაცემის ნებას, “თელასი” და “ენერგო პეო ჯორჯია” უზრუნველყოფენ ბალანსის გადაცემას;


თუ მომხმარებლები მოითხოვენ თანხის დაბრუნებას - “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” უზრუნველყოფენ დეპოზიტზე განთავსებული თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას.


„თელასთან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ არსებული განწილვადების ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულებები უცვლელად აისახება ქვითარში, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს შემდგომ პერიოდში “თელმიკოს” ან “ეპ ჯორჯია მიწოდებისგან”. გადანაწილებულ თანხას მომხმარებელი იმავე პრინციპითა და ოდენობით გადაიხდის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
სემეკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up