სემეკი ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვას იწყებს

სემეკი ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვას იწყებს

access_time2019-08-01 10:30:50

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვას იწყებს. აღნიშნულის შესახებ დღეს, სემეკში იმსჯელებენ.


როგორც მარეგულირებლის სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ტარიფის დაანგარიშება შემდეგი კომპანიებისთვის მოხდება: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა), „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „საქორგგაზი“, „ენერგოკავშირი“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „საჩხერეგაზი“, შპს „ტაბა“, შპს „არზუ გაზი“ და შპს „თელავგაზი“.


დღესვე იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით.



როგორც ცნობილია, დღევანდელი მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის სამომმარებლო ტარიფი შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებისთვის 46.153 თეთრია (დღგ-ს ჩათვლით),„სოკარ ჯორჯია გაზისთვის“-56.940 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით), „ენერგოკავშირისთვის“ -49.526 თეთრი (დღგს-ს გარეშე). 


სოფო ქსოვრელი





თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება
access_time2020-01-29 16:25:47
თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა.როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება. „კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების...

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს

„ეროვნულ ბანკში და მთავრობაში დაინახეს რეალური პრობლემები რაც რეგულაციებმა გამოიწვია“ - სებ-ი რეგულაციების გამარტივებას გეგმავს
access_time2020-01-29 14:45:33
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. მისივე თქმით,...

სებ-ი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება

სებ-ი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება
access_time2020-01-29 15:45:03
ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელოდება. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ მერიის ურბანული განვითარების სამსახურს განშენიანების რეგულირების გეგმის მისაღებად უკვე მიმართა და ახლა პასუხს ელის. gbc.ge-ს ინფორმაციით, სათავო ოფისის ტენდერში კომპანია GLMV Architecture-ის პროექტმა გაიმარჯვა. ტენდერში საკუთარი პროექტი 5-მა კომპანიამ წარადგინა, აქედან 4 ქართული, ერთი კი ამერიკული კომპანია იყო. ეს...

კობა გვენეტაძე: მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს

კობა გვენეტაძე: მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს
access_time2020-01-29 13:01:05
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. „დეტალებს გავდივართ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვები“, - აღნიშნა გვენეტაძემ. მისივე თქმით,...

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-01-29 12:05:55
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის...


მსგავსი სიახლეები

up