სემეკ-მა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეათანხმა

სემეკ-მა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეათანხმა

access_time2019-12-06 18:08:58

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა.შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას.


შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას.შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას.



კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას.


კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.


თეგები:
სემეკი



როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
access_time2020-01-26 11:00:22
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას...


მსგავსი სიახლეები

up