სემეკ-მა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა

სემეკ-მა ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა

access_time2019-11-22 17:02:11

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკის სექტორის გაუმჯობესების მიზნით, დღევანდელ საჯარო სხდომაზე ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ინვესტიციების შეფასების წესები დაამტკიცა.



სემეკ-ის ინფორმაციით, წესების მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, კანონშესაბამისი, ევროპული სტანდარტების დანერგვა. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის მარეგულირებელი ეფექტიანი მექანიზმების შექმნა და ქსელის ოპერატორების ეფექტიანი რეგულირება, ასევე, რეგიონულ დონეზე ბაზრების ინტეგრირებისა და ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა.



როგორც კომისია განმარტავს, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი განსაზღვრავს საწარმოთა მიერ კომისიაში ანგარიშგების წარდგენის პროცედურებს, ანგარიშგების ფორმებს, მონაცემების წარმოება-დამუშავების სტანდარტებს, საწარმოთა ელექტრონული პლატფორმის შექმნის, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდების წესს. ინვესტიციების შეფასების წესით განისაზღვრება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატების საინვესტიციო გეგმებისა და მათი შემადგენელი საინვესტიციო პროექტების შემუშავების, წარდგენის, შეფასების, დამტკიცების, მონიტორინგისა და მათში ცვლილების შეტანის ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები.




წესის მოქმედება ვრცელდება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების ლიცენზიატებზე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატებზე, წყალმომარაგების ლიცენზიატზე, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების იმ ლიცენზიატებზე, რომელთაც კომისია ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს უდგენს.




1tv.ge




თეგები:
სემეკ



„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
access_time2019-12-10 17:25:14
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია პარლამენტმა მხარი 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტის ძირითად მაჩვენებლებს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის თანახმად, მთლიანი შიდა პროფუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 4.5%-ით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში არსებულ 5 %-იან მაჩვენებელს 0.5%-ით ჩამორჩება. ამასთან, 2020 წლის ნომინალური...

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“

„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს  აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე უარი ეთქვა“
access_time2019-12-10 18:10:54
„საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე“ - ამის შესახებ ფინანსისტი თემურ ბასილია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:  „ნამდვილად არ ველოდი ასეთ მძიმე სურათს: საქართველოს მოქალაქეების თითქმის 64%-ს უარი ეთქვა აშშ-ის B კატეგორიის ვიზის მიღებაზე. ეს გახლავთ სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 ფისკალური წლის მონაცემები. სურათი კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილებას...

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“

„ლარის კურსი ემიგრანტებმა გაამყარეს“
access_time2019-12-10 16:30:59
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს 13:56 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინა საახალწლო პერიოდს...


მსგავსი სიახლეები

up