სემეკ-ი უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს  5%-ზე მეტი წილის, აქციების გაყიდვა აუკრძალოს

სემეკ-ი უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს 5%-ზე მეტი წილის, აქციების გაყიდვა აუკრძალოს

access_time2020-07-12 12:28:06

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ-ი) უფლებამოსილი ხდება, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე მეტი წილის/აქციების გაყიდვა აუკრძალოს.

"ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს 13 ივლისის სხდომაზე იგეგმება. კანონპროექტის თანახმად, თუკი გამანაწილებელი კომპანია წილის/აქციების ხუთი ან ხუთზე მეტი პროცენტის გასხვისებას გადაწყვეტს, ის ვალდებული იქნება, რომ ამის თაობაზე სემეკ-ს წინასწარ აცნობოს.

კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებაში უნდა მოხდეს მონაწილე პირების თაობაზე შემდეგი ინფორმაციის მითითება: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და ენერგეტიკის სფეროში გამოცდილება, სარეგისტრაციო მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტები, მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) სახელი, გვარი, მისამართი და მოქალაქეობა; ბ) აქტივების შეფასების დასკვნა და აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე; გ) შერწყმის ან/და წილის/აქციებისა ან საოპერაციო აქტივების გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის ცვლილების პირობები; დ) ინფორმაცია ფინანსური სახსრების წარმომავლობის შესახებ.

პროექტის თანახმად, სემეკ-ს უფლება ეძლევა, ისეთი ინფორმაციის წარდგენაც მოითხოვოს, რომელიც ზემოჩამოთვლილ პუნქტებში არ არის მითითებული. შეტყობინების წარდგენიდან 3 თვის ვადაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი ხდება, გასცეს თანხმობა ან აკრძალოს 5 პროცენტის ან მეტი წილის/აქციების გასხვისება ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილება. კანონპროექტში მითითებულია, რომ გასხვისების აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად, სხვა გარემოებებთან ერთად, შეიძლება იყოს ოპერატორის მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების შესაძლო გაუარესება.


განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია, განზრახული ტრანზაქციის უარყოფითი შედეგების განჭვრეტა, მათი პრევენცია, კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის უზრუნველყოფა და მისი შენარჩუნება. კანონპროექტის ავტორი, სემეკთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

ipn

თეგები:
სემეკ



გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან

გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან
access_time2020-08-14 10:00:13
გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას მიიყვანა. „კომერსანტთან“ საუბრისას ღვინის მაღაზია „ალაზანის“ დირექტორმა გიორგი ნადირაშვილმა გაყიდვების 80%-იან კლებაზე ისაუბრა. „გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ახალი გახსნილები ვიყავით, მაღაზია საკუთარი თავის...

„ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 3-ჯერ გაიზარდა

„ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 3-ჯერ გაიზარდა
access_time2020-08-14 11:10:12
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 26,481,681 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში კი 8,063,569 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ბაზისბანკის“ ზარალმა -12,888,958 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი...

20th Century Fox არსებობას წყვეტს

20th Century Fox არსებობას წყვეტს
access_time2020-08-13 18:40:33
გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი 20th Century Fox ოფიციალურად აღარ არსებობს. როგორც Disney-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მათი ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიის, 20th Century Fox Television-ის რებრენდინგს იწყებენ. ახალი სახელი კი Fox-ისა და Century-ს გარეშე დარჩენილი 20th Television-ი იქნება. Disney-მ, რომელმაც გასულ წელს Fox-ის აქტივების შესაძენად $71 მილიარდიანი შეთანხმებები გააუქმა, ჯერ კიდევ იანვარში Fox-ის სახელის გამოყენებაზე უარი თქვა...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-13 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წელს დაახლოებით 55 ათასი ტონა თხილის მოსავალი იქნება, რაც ქვეყანას ნახევარი მილიარდის შემოსავალს მოუტანს - გიორგი თოდუა წელს თხილის ჩასაბარებელი ფასი სავარაუდოდ 4 ლარიდან 4,5 ლარამდე იქნება, ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს თხილის...

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
access_time2020-08-13 12:55:55
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ...


მსგავსი სიახლეები

up