სემ ბენქმენ-ფრიდიდან ხოდოროვსკიმდე - მილიარდერები, რომლებიც რამდენიმე დღეში გაკოტრდნენ

სემ ბენქმენ-ფრიდიდან ხოდოროვსკიმდე - მილიარდერები, რომლებიც რამდენიმე დღეში გაკოტრდნენ

access_time2022-11-27 23:30:36

გასულ კვირას მსოფლიო მილიარდერ სემ ბენქმენ-ფრიდის დაღმასვლას ადევნებდა თვალს. ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟის, FTX-ის დამფუძნებელი და ამავე პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 50 უმდიდრეს ამერიკელს შორის იყო, უდიდესი კრიპტო კოლაფსის პროტაგონისტად იქცა.

 

FTX-ის გაკოტრდა. ამას წინ უძღოდა მისი შვილობილი კომპანიის, Alameda Research-ის შესახებ Coindesk-ის სკეპტიკური ანგარიში. გამჟღავნდა, რომ Alameda-ს 5.8 მილიონი დოლარის აქტივები მიბმული იყო FTX-ის ტოკენზე, FTT-ზე, რის შემდეგაც ინვესტორებმა სასწრაფოდ თანხის გატანა დაიწყეს. მოგვიანებთ, ბენქმენ-ფრიდმა VOX-ის რეპორტიორთან დაადასტურა, რომ ვაჭრობისთვის პლატფორმის მომხმარებლების აქტივები იყო გამოყენებული.

 

ბენქმენ-ფრიდის ქონება $17 მილიარდიდან $1 მილიარდამდე რამდენიმე დღეში შემცირდა. Forbes-ის თანახმად, მისი აქტივები ახლა შესაძლოა, ნულთან ახლოსაც კი იყოს. თუმცა FTX-ის დამფუძნებლის ამბავი ერთადერთი არაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში მის მსგავსად კიდევ ბევრ მილიარდერს დაუკარგავს ქონება სხვადასხვა მიზეზით. მათ ჩამონათვალს, Forbes-ის მიხედვით, ამ სტატიაში გთავაზობთ.

 

1. ქანიე უესთი

 

ანტისემიტური კომენტარების, კონსპირაციული თეორიებისა და სხვა სხვა საკამათო ქმედებების შემდეგ, რეპერსა და დიზაინერს კონტრაქტი Adidas-მა ოქტომბერში შეუწყვიტა. ამას მოჰყვა Gap-თან 10-წლიან კონტრაქტზე მუშაობის შეწყვეტა, Ye-ს კონტრაქტი Balenciaga-მ, Foot Locker-მა, CAA-მ და JPMorgan-მაც შეუჩერეს. მიუხედავად მისი ბიზნეს იმპერიის დამხობისა, ქანიე უესთი კვლავ ფლობს, დაახლოებით, 400 მილიონ დოლარს საკუთარი უძრავი ქონების, მუსიკალური კატალოგის, ნაღდი ფულისა და კომპანია Skims-ში 5%-იანი წილის ხარჯზე.

 

2. ჯონ კაპური



ჯონ კაპური ოპიოიდის მწარმოებელი კომპანიის, Insys Therapeutics-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო. 2017 წლის ოქტომბერში კაპური დააკავეს. მას ბრალად დასდეს ექიმების მოსყიდვა იმ მიზნით, რომ მათ კომპანიის მიერ შექმნილი სიმსივნესთან დაკავშირებული ტკივილის გამაყუჩებელი ფენტალინის აეროზოლი Subsys გამოეწერათ იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სინამდვილეში ეს წამალი არ სჭირდებოდათ. Insys გაკოტრდა და ოპერირება 2019 წელს შეწყვიტა. ბიზნესმენს ხუთ-ნახევარ წელი მიესაჯა და Forbes-ის მილიარდერების სიიდან ამოვარდა. 2015 წელს მისი ქონება 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კი შეფასებული არაა.

 

3. ეიკე ბატისტა


ბრაზილიელი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მეწარმე ეიკე ბატისტა ერთ დროს ირწმუნებოდა, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახდებოდა. 2012 წელს, როდესაც მისმა ქონებამ 30 მილიარდ დოლარს მიაღწია და მისი ენერგოკომპანიების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. თუმცა 1 წლის შემდეგ, წარმოებისა და ფინანსური მიზნების ვერშესრულების გამო, მისმა იმპერიამ დაშლა ჩამოშლა დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ მისმა ნავთობის კომპანია OGX-მა ნავთობის მარაგების მაჩვენებელი საგრძნობლად გადააჭარბა. კომპანიამ დეფოლტი 2013 წელს განიცადა, რაც ლათინური ამერიკის ისტორიაში უმსხვილესი მასშტაბის კორპორაციული დეფოლტი იყო. 2018 წელს ბატისტას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რიო დე ჟანეიროს მერის, სერგეი კაბრალის მოსყიდვის ბრალდებით, რომელმაც სახელმწიფო კონტრაქტის სანაცვლოდ ბიზნესმენისგან 16.5 მილიონი დოლარი მიიღო. 2012 წელს ბიზნესმენის ქონება 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კი შეფასებული არაა.

 

4. ადოლფ მერქლე


მერქლე გერმანელი ინდუსტრიალისტი იყო, რომლის ინვესტიციებსაც 2008 წლის კრიზისი მძიმედ შეეხო. სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა მისმა ფსონმა ავტომობილების მწარმოებელ Volkswagen AG-ის წინააღმდეგ არ გაამართლა. იმავე წლის ოქტომბერში გაირკვა, რომ კომპანიის შესაძენად საავტომობილო გიგანტი Porsche იბრძოდა. Volkvswagen-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. მერქლეს ფინანსური მდგომარეობა დრამატულად შეიცვალა. 2009 წელს ის მოძრავ მატარებელს წინ გადაუდგა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადოლფის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ოჯახის იღბლის შემობრუნება შეძლო და ამჟამად მისი ქონება 5 მილიარდ დოლარ შეადგენს. 2007 წელს ადოლფ მერქლე 12.8 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობდა.

 

5. მიხეილ ხოდოროვსკი


რუსული ნავთობისა და გაზის გიგანტის, Yukos-ის ყოფილი მმართველი ერთ დროს რუსეთში უმდიდრესი ადამიანი იყო. 2004 წელს მისი ქონება 15 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პუტინთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ ხოდოროვსკი დააპატიმრეს გადასახადების თავიდან არიდების, მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით, რასაც ის უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიდა. რუსეთში ნავთობის უდიდესი კომპანია ნაწილებად დაიშალა და 2006 წელს გაკოტრდა. მისი აქტივების დიდი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Rosneft-მა ჩაიგო ხელთ. ბიზნესმენი 2013 წელს შეიწყალეს. დღეს ის ლონდონში ცხოვრობს და პუტინის აქტიურ კრიტიკოსად რჩება


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up