ცნობილი „სელფის მუზეუმის„ ქართული ანალოგი თბილისში უკვე გაიხსნა

ცნობილი „სელფის მუზეუმის„ ქართული ანალოგი თბილისში უკვე გაიხსნა

access_time2020-07-30 13:40:36

სელფის მუზეუმის ქართული ანალოგი - მრავალფეროვანი ექსპოზიციებით, ორიგინალური ინტერიერითა და   სხვადასხვა თემატიკის 30 პავილიონით  უკვე გაიხსნა. ახლადგახსნილ სელფის მუზეუმში დამთვარიელებლებს  სტუმრობა კოტე მარჯანიშვილის 19 ნომერში, ყოველდღე  11:00-21:00 საათამდე შეეძლებათ. როგორია მოლოდინები და სამომავლო გეგმები, ამის შესახებ, კომერსანტის დილაში  სელფის მუზეუმის დირექტორმა, სალომე სიმონიამ ისაუბრა.


ჩვენი მცდელობა იყო,რომ რაღაც ახალი და ინოვაციური სივრცე გაგვეკეთებინა საქართველოში. ანალოგები მსოფლიოში არსებობს, თუმცა ჩვენი მუზეუმი გამოირჩევა სიდიდით, აქ დაგხვდებათ 600 კვ.მ.-ზე განთავსებული  30 სხვადასხვა პავილიონი. ისინი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, გვაქვს ასევე ქართული თემატიკის კუთხეები, რაც ახალი ხაზია ამ მიმართულებით, ასევე 18+ ოთახი და სხვადასხვა სახალისო სივრცეები. კარგი გამოხმაურება აქვს უკვე, ბევრი დამთვალიელრებელი გვყავდა და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილები მიდიან. ბევრი კარგი ხელოვანი დაინტერესდა უკვე ამ სივრცეებში ფოტოების გადაღებით.

 



საქართველოში სელფის მუზეუმის გახსნის იდეა  ლაშა კვანტალიანს ეკუთვნის.  ლაშა ამერიკაში ცხოვრობს და იქ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს მუზეუმი, ბევრი ცნობადი სახე მართავს ფოტოსესიას და ა.შ. როდესაც ლაშამ ნახა სელფის მუზეუმი, გაუჩნდა იდეა,რომ უკეთესი შეგვექმნა საქართველოში. დიზაინზე იზრუნეს ჩვენმა დიზაინერებმა: თამრი ოხიკიანმა, ლევან კვარაცხელიამ და ქეთი ნადიბაიძემ ,რომლებიც მართლა დღე და ღამე მუშაობდნენ და ახლაც, ყველა წერტილს და კუთხეს აკვირდებიან.

 


სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს. იქნება ცვლილებები, ღონისძიებები, შეთავაზებები, სიახლეები და რაც მთავარია, ახალი პავილიონები.  რაც შეეხება, ფასებს, ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ,როგორც ადგილზე, ისე ონლაინ. 6 წლამდე ბავშვებისთვის შემოსვლა უფასოა; ასევე არსებობს საოჯახო პაკეტი : ორი ზრდასრული და ორი ბავშვი (18 წლამდე) - 50 ლარი; ზრდასრული ადამიანისთვის ღირებულება 25 ლარია; სტუდენტისთვის 20 ლარი ; მოსწავლისთვის 15 ლარი,- ამბობს სალომე სიმონია.

 

ნათია კეკენაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up