სებასტიან მოლინეუსი: საქართველოს მინდა მივულოცო დიდი პროგრესი მნიშვნელოვან რეიტინგებში

სებასტიან მოლინეუსი: საქართველოს მინდა მივულოცო დიდი პროგრესი მნიშვნელოვან რეიტინგებში

access_time2019-11-16 19:41:35

ეს გზავნილია ინვესტორთა ფართო წრისთვის, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში და მთლიანად ქვეყანა რამდენად მიმზიდველია ინვესტირებისათვის საქართველოს მთავრობამ ნამდვილად კარგად იმუშავა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, საქართველო 20 ევროპულ ქვეყანათა რიცხვშია. ეს საკმაოდ კარგი შედეგია,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა პლატფორმა ,,ჰოლონთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

,,უპირველესად, საქართველოს მინდა მივულოცო პროგრესი ამ კუთხით. რეალურად, ეს ორი ინდიკატორი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოგახსენებთ რატომაც. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები ზომავენ მთავრობაში გადაწყვეტილების მიღებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას, ეკონომიკურ ანალიზს, მომსახურების უზრუნველყოფის ხარისხს, ანტიკორუფციულ ზომებს და ა.შ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, არსებობს 33 ინდიკატორი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია, რასაც ემატება კარგი მმართველობა და მაკროფინანსური მართვა. „დუინგ ბიზნესი“, თავის მხრივ, ზომავს ბიზნესის კეთების მაჩვენებელს და მოიცავს: ბიზნესის დაწყებას, კრედიტის მიღებას, მინორიტარი აქციონერების დაცვას და ა.შ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს გზავნილია ინვესტორთა ფართო წრისთვის, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში და მთლიანად ქვეყანა რამდენად მიმზიდველია ინვესტირებისათვის. ჩემი აზრით, ორივე მიმართულებით მიღწეული წარმატება უაღრესად მნიშვნელოვანია და სამი ძირითადი გზავნილის გაკეთების საშუალებას იძლევა:


პირველი – საქართველოს მთავრობამ ნამდვილად კარგად იმუშავა. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში, საქართველო 20 ევროპულ ქვეყანათა რიცხვშია. ეს საკმაოდ კარგი შედეგია, თუ გავიხსენებთ, რომ საკვლევ სიაში 200 ქვეყანაა. საქართველო საშუალოშემოსავლიან ქვეყნებთან შედარებით წარმატებულია, 6 ინდიკატორიდან 5-ში უსწრებს სხვა ქვეყნებს. ასევე 6-დან 3 ინდიკატორში უსწრებს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებს. რაც შეეხება ბიზნესის კეთებას, საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. ეს უდაოდ ძალიან შთამბეჭდავია. კონკურენცია დიდია და ქვეყნები მუდმივად ცდილობენ პოზიციების გაუმჯობესებას. თუ საქართველოს ადგილს ბიზნესის დაწყების სხვა ინდიკატორებთან მიმართებაშიც განვიხილავთ, დავინახავთ, როგორია რეიტინგის ლიდერის, მუდმივად პროგრესის მქონე ახალი ზელანდიის პოზიცია. ასე, რომ გილოცავთ.



მეორე - ძირითადი გზავნილია ის , რომ რეფორმები ერთჯერადი არ არის და პერმანენტულად მიმდინარეობს. მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში საქართველო წამყვან რეფორმატორ 10 ქვეყანას შორის მოხვდა და ეს ტენდენცია უკვე წლებია გრძელდება. ასეთივე ტენდეცია ბიზნესის კეთების რეიტინგშიც. უკვე სამი წელია საქართველო რეფორმატორ ქვეყანათა პირველ ათეულშია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არ არის პასიური, მუდმივად ვითარდება და გვიჩვენებს, რომ სურს მიზნის მიღწევა. ამას ჩვენ უაღრესად ვაფასებთ.


მესამე - გამოიკვეთა ისეთი სფეროები, რომლებსაც სჭირდება გაუმჯობესება: სასამართლო, დაინტერესებულ მხარეებთან მეტი ჩართულობა, ანგარიშვალდებულება (ვგულისხმობ სახელმწიფო საწარმოებს), ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტა და სხვა. ეს საკითხები მნიშნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისათვის. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მხოლოდ ინდიკატორებია. დიახ, ინდიკატორები. ისინი მხოლოდ იმაზე მიგვითითებენ, რომ ქვეყანა სხვადასხვა სფეროში წარმატებით მიიწევს წინ. ისიც რეალობაა, რომ ამ ინდიკატორებს მიღმა კონკრეტული თემებია, რომლებიც ყურადღებას მოითხოვენ. მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის ძალისხმევას ამ მიმართულებით. თქვენს მთავრობასთან, სიღარიბის დაძლევისა და კეთილდღეობის გაზიარების საკითხებზე ნადვილად არაჩვეულებრივი ურთიერთობა და წარმატებული თანამშროლობა გვაქვს. ამას თავმდაბლობით არ ვამბობ. იგივეს ადასტურებდნენ ჩემი წინამორბედებიც. შედარებისთვის, შემდეგ ციფრებს გადავხედოთ. 90-ანი წლების დასაწყისში საქართველოში სიღარიბის დონე 40%-ს აღემატებოდა. 2004 წლისთვის მაჩვენებელი 35%-მდე შემცირდა. გასულ წელს, კი ოდნავ აღემატებოდა 20%-ს. ჩემი აზრით, ამ მონაცემებით საქართველომ უნდა იამაყოს. ვინაიდან, რეალურად, ბოლო წლებში სიღარიბის დონე ქვეყანში განახევრდა. მინდა მთავრობას ეს პროგრესიც მივულოცო.





ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა

ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, ისე არ გამოვა
access_time2019-12-06 13:30:01
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია. „ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, საომარ მდგომარეობაში იყო რუსეთთან და აქვს ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება ამ მეზობელთან, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა შემთხვევაში საზღვაო...


მსგავსი სიახლეები

up