სებასტიან მოლინეუსი - ეკონომიკური ზრდა 2020 წლის განმავლობაში შემცირდება და აღმოჩნდება 2.8 და 4.8 პროცენტს შორის შუალედში

სებასტიან მოლინეუსი - ეკონომიკური ზრდა 2020 წლის განმავლობაში შემცირდება და აღმოჩნდება 2.8 და 4.8 პროცენტს შორის შუალედში

access_time2020-04-09 13:20:05

 ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა მიმართვა გაავრცელა, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: 


„მოგესალმებით, მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ მსოფლიო ბანკის 2020 წლის ეკონომიკური მიმოხილვა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის.
გულახდილად რომ ვთქვა, ამ ანგარიშის მომზადება გამოწვევებთან იყო დაკავშირებული COVID-19 -ის პანდემიის მეტად დინამიური ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომაცაა, რომ ამ ანგარიშში ავირჩიეთ სცენართა ანალიზის მიდგომა ეკონომიკური მონაცემების მიმართ, რომ განგვესაზღვრა ვირუსის ეკონომიკური ზემოქმედება ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონზე.


სავარაუდო სცენარიებია : 1) 2020 წელს რეგიონში ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას; 2) ეკონომიკური ზრდა 2020 წლის განმავლობაში შემცირდება და აღმოჩნდება 2.8 და 4.8 პროცენტს შორის შუალედში, ხოლო 2021 წელს დაიწყება ეკონომიკის აღდგენა.


ანგარიშში ხაზგასმულია დარგობრივი პოლიტიკის აუცილებლად გასატარებელი ასამი ძირითადი ღონისძიება: 1) მთავრობის მხრიდან სწრაფი და მტკიცე მოქმედების აუცილებლობა ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით, რაც აბსოლუტურად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, 2) ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური დაცვის სათანადო მექანიზმების ამოქმედება; 3) ეკონომიკის აღდგენის მტკიცე ეკონომიკური პროგრამების არსებობა იმ პერიოდისთვის, როცა შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნება.



ამჟამად,  მსოფლიო ბანკის ჯგუფი სწრაფ რეაგირებას ახდენს გლობალური მასშტაბით ქვეყნების მხარდასაჭერად ამ კრიზისის პირობებში. ჩვენ მოვახდინეთ 14 მლრდ. აშშ დოლარის მობილიზება სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჯანდაცვის და სოციალური დაცვის გადაუდებელი საჭიროებების მხარდასაჭერად და, ამასთან ერთად, მომდევნო 15 თვის განმავლობაში გამოვყოფთ 160 მლრდ. აშშ დოლარს ეკონომიკის აღდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
ახლა, კი საქართველოს დავუბრუნდეთ. COVID-19 -ით გამოწვეული კრიზისის გამო ჩვენ ველით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ეკონომიკაზე. ეს ძირითადად განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით, რაც რა თქმა უნდა გავლენას იქონიებს ტურიზმზე და შიდა შეკავების მექანიზმები შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას. ჩვენი მოლოდინით, მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, სანამ 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, მთავრობამ გაატარა ფისკალურად გონივრული ღონისძიებები, და ასევე შექმნა კაპიტალის ბუფერები, რომლებიც იძლევა კრიზისზე აქტიური რეაგირების საშუალებას.



ამ ეტაპზე ასევე მსურს ავღნიშნო თუ რაოდენ მიზანმიმართულად, სწრაფად და მტკიცედ მოქმედებდა მთავრობა ჯანდაცვის კუთხით ღონისძიებების გატარებისას იმისათვის, რომ დაეცვა ზემოქმედების ქვეშ მყოფი როგორც ოჯახები, ისე კომპანიები და დაეწყო ეკონომიკის აღდგენის გეგმის შემუშავება. რეალურად, საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია.


მსოფლიო ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია წლების მანძილზე. ჩვენ ქვეყნის გვერდით ვიდექით 90-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი დღიდანვე, 2007 და 2008 წლების ფინანსური კრიზისის დროს, და ახლაც, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მიმდინარე პანდემიის პერიოდში.


ამჟამად, ჩვენ მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ კრიზისის პირველი დღიდან და ვადგენთ ინტერვენციების 3 სხვადასხვა პროექტს საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად: 1) ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა მიზნობრივი სოციალური დახმარების მეშვეობით, ვისზეც ყველაზე დიდი გავლენა იქონია კრიზისმა; 2) ფართო სოციალური დაცვის სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში შეძლებს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას და; 3) ეკონომიკური აღდგენის აქტიური უზრუნველყოფა, კერძო სექტორის მხარდაჭერით, რომელსაც COVID-19 -ით გამოწვეულმა კრიზისმა უდიდესი დარტყმა მიაყენა, მაგალითად ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში და სხვა დარგებში, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდა ზოგიერთი ამჟამინდელი სავაჭრო შოკის მიმართ.


და ბოლოს, მსურს აღვნიშნო, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის - 9 აპრილი. ეს არის დღე, რომელმაც მრავალმხრივად განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამ დღემ აჩვენა ქართველი ხალხის სიმტკიცე. აღნიშნულის, და საქართველოს გერბზე გამოსახული დევიზის - „ძალა ერთობაშია“ გათვალისწინებით, მსურს ვთქვა, რომ განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან, მთავრობასთან, პოლიტიკაში და საზოგადოებაში მოღვაწე ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გადავრჩებით და ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული გამოვალთ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up